წმინდა ლუსია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დომენიკო ბეკაფუმის „წმინდა ლუსია“

წმინდა ლუსია (იტ. Santa Lucia; დაახ. 283 სირაკუზა, იტალია — დაახ. 303 იქვე) — ადრექრისტიანული წმინდანი და წამებული, უსინათლოთა მფარველი. სახელი ლუსია ლათინური სიტყვისგან „სინათლისგან“ მომდინარეობს.

ცხოვრება[რედაქტირება]

სირაკუზაში, სან-ჯოვანის კატაკომბებში 400 წლით დათარიღებული საფლავის ქვა და ქრისტიანულ დოკუმენტებში არაერთგზის ხსენება წმინდა ლუსიას რეალურობას სარწმუნოს ხდის. რომსა და სირაკუზაში დაახლოებით 600 წელს წმინდა ლუსიას მონასტერი არსებობდა. მისი წამების პირველი აღწერილობა V-VI სს მიეკუთვნება. ლუსიას ცხოვრება არაერთი სასწაულებრივი ქმედებით არის დახუნძლული, რაც მას წმინდა აგათას ბიოგრაფიასთან აკავშირებს.

ხსენება[რედაქტირება]

დასავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებში წმინდა ლუსიას 13 დეკემბერს იხსენიებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]