წმინდა ეკატერინე (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
წმინდა ეკატერინე
سانت كاترين
სინაის წმინდა ეკატერინეს მონასტერი
სინაის წმინდა ეკატერინეს მონასტერი
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
მოსახლეობა 4,603 კაცი (2006)
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3

წმინდა ეკატერინე (არაბ. سانت كاترين ‎‎) - ქალაქი აღმოსავლეთ ეგვიპტეში. წმინდა ეკატერინე მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულზე. ქალაქი 110 კილომეტრითაა დაცილებული ქალაქ ნუვეიბას. 2006 წლის მონაცემებით ქალაქში 4,603 ადამიანი ცხოვრობს. წმინდა ეკატერინე ზღვის დონიდან 1,586 მეტრზე მდებარეობს. ქალაქთან მდებარეობს წმ. ეკატერინეს მონასტერი. ქალაქი სამხრეთ სინაის საგუბერნატოროს დასახლებული პუნქტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]