წმიდა საბას ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმიდა საბა
წმ. საბას ტაძარი

წმ. საბას ტაძარი (სერბულ-ხორვატულად (კირილიცაზე) Храм светог Саве / (ლატინიცაზე) Hram Svetog Save) არის ბელგრადის მონუმენტური სერბული მართლმადიდებლური ტაძარი. ეს ტაძარი უდიდესია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ერთი-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში.

წმ. საბას ტაძარი პირველი სერბი არქიეპისკოპოსისა და ეროვნული გმირის წმიდა საბას (1175-1236) სახელზეა ნაკურთხი და სწორედ იმ ადგილას ააგეს, სადაც სინან ფაშამ 1595 წელს დააწვევინა წმიდა მოწამის ნეშთი. იქვე, ვრაჩარის გორაზე, ბელგრადის ცენტრის სამხრეთით სერბეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას უდევს ბინა და მთელი შემოგარენი ერთ პარკადაა გაშენებული, რომელსაც სვეტოსლავსკი პლატო, ანუ წმიდა საბას პლატო ჰქვია.

არქიტექტურული სტილი[რედაქტირება]

Saint Sava Temple.jpg

არქიტექტურული ძეგლის ავტორები (ალექსანდერ დეროკო და ბოგდან ნესტოროვიჩი) კლასიკური ბიზანტიური სტილისკენ იხრებიან. მათი უშუალო მაგალითი VI საუკუნის კეისარ იუსტინიანე I-ის დროს აგებული ბიზანტიის იმპერიის მთავარი სალოცავი აია-სოფიაა, რომელიც დღეს სტამბოლში მდებარეობს.

ცენტრალური გუმბათის მთავარი ნახაზი მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი ბიზანტიური ნიმუშისაგან, რადგან ამ შემთხვევაში ბაზილიკა არ შეერყწმის ნაგებობის ცენტრალურ კორპუსს.

შუა საუკუნეების სერბეთის არქიტუქტურის გამოძახილს წარმოადგენს მთავარი გუმბათის ირგვლივ ჩართული კოშკები და ჯვროვანი ფორმის ფრთები, რომელიც რაშკას სკოლას (სტუდენიცას მონასტერი, დეჩანი) ახასიათებდა.

ტაძრის განზომილებები[რედაქტირება]

SvetiSavaChurchBelgrade.jpg

არქიტექტურული ძეგლი თავისი განზომილებებით – 91 მ. x 81 მ./77 მ. x 71 მ.–ზე, ერთ–ერთი უძველესია მსოფლიოში. მას უჭირავს 3500² მეტრიდან 7570² მეტრზე ფართობი, რითაც დაახლოებით შეესაბამება აია–სოფიას განზომილებებს. წმ. საბას მონასტრის ერთ–ერთი ყველაზე დიდი გუმბათის დიამეტრი 35 მ./31 მ.–ზეა, ხოლო ამავე გუმბათის გამყოფი ხაზი 65 მ./56 მეტრ სიმაღლეზე.

ისტორიიდან[რედაქტირება]

მრავალი ათწლეული მოანდომეს სერბებმა ტაძრის არქიტექტურულ დაგეგმარებას და სხვადასხვა კონკურსების ჩატარების შემდეგ მშენებლობა1935 დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დროს შეჩერებული მშენებლობა დრო და დრო განახლდებოდა–ხოლმე, ტაძარზე გუმბათის დადგმა კი მხოლოდ 1989 წელს მოხერხდა. წმიდა საბას მონასტრის ოფიციალური კურთხევა 2004 შედგა, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. მშენებლობაში მთელი სერბობა იღებდა და იღებს მონაწილეობას, რის გამოც ამ სალოცავის აგებასა და მის სისრულეში მოყვანას ერთ–ერთ დიდ ეროვნულ საქმედ განიხილავდნენ ყოველთვის. წმიდა საბას მონასტერი ამ მხრივ სრულიად სერბთა ეროვნული კონსოლიდაციის სიმბოლოდაც აღიქმება ისტორიულ–პოლიტიკური რყევების შედეგად არც თუ იშვიათად უსამართლოდ დარჩენილ სერბეთში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წმიდა საბას მონასტრის ოფიციალური საიტი სერბულ–ხორვატულ ენის კირილურ ვარიანტზე

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ცხოვრება წმიდა საბასი, სერბეთის მთავარეპისკოპოსისა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი; მთარგმნელი ხათუნა რაქვიაშვილი; რედაქტორი მღვდელი თეოდორე გიგნაძე] - თბილისი, 2003.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: