წინ წარმატებისკენ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წინ წარმატებისკენ
ჟანრი მოქმედებითი
მიუზიკლი
ავტორი სკოტ ფელოუსი
მონაწილეობენ კენდელ შმიდტი
ჯეიმზ მასლოუ
ლოგან ჰენდერსონი
კარლოს პენა
კიარა ბრავო
სტივენ კრამერ გლიკმენი
ტანია ჩისჰოლმი
ქვეყანა აშშ
სეზონი 4
ეპიზოდი 74 (ეპიზოდების სია)
წარმოება
ხანგრძლივობა

23 წთ (ჩვეულებრივი ეპიზოდი)

46 წთ (სპეციალური ეპიზოდი)
ეთერი
ორიგინალური არხი Nickelodeon
ეთერში 28 ნოემბერი, 2009 (2009-11-28) — 25 ივლისი, 2013 (2013-07-25)
რესურსები ინტერნეტში
საიტი


წინ წარმატებისკენ (ინგლ. Big Time Rush) — ამერიკული სატელევიზიო შოუ, რომელიც პირველად Nickelodeon-ის ეთერში 2009 წლის 28 ნოემბერს გავიდა. სერიალმა პირველივე სერიის შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი მოგვითხრობს ოთხ 16 წლის განუყრელ მეგობარზე. ცნობილი პროდიუსერი გუსტავო როკი შტატ მინესოტაში ჩადის, რათა იპოვოს ახალი ვარსკვლავი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, „მის ცეცხლს დაანთებს“ და პოპულარობის მწვერვალზე დააბრუნებს. გუსტავო ძალიან აგრესიული ადამიანია, მას არ აინტერესებს ხალხის გრძნობები და ყველას პირში ეუბნება, რომ ნიჭი არ გააჩნია. ერთ-ერთ კონკურსანტს ის „ბაზუკასაც“ კი დაუმიზნებს. როდესაც განუყრელი მეგობრები კასტინგის შესახებ შეიტყობენ, კენდელი, ჯეიმზი, კარლოსი და ლოგანი მაშინვე კასტინგზე გაიქცევიან, რათა ჯეიმზს პოპულარული მოუპოვონ, თუმცა გუსტავოს კენდელი მოეწონება და ჰპირდება, რომ ლოს-ანჯელესში წაიყვანს და მისგან ვარსკვლავს შექმნის. კენდელი მას პირობას უყენებს — თუ მისი წაყვანა სურთ, მაშინ მისი მეგობრებიც წაიყვანონ და ისინი მომღერალი ჯგუფი გახდებიან. გუსტავო თავდაპირველად სასტიკ უარზეა, თუმცა იმ წამსვე მიხვდება, რომ სხვა გზა არ აქვს. კარლოსს, ჯეიმზს, კენდელსა და ლოგანს წინ უამრავი სახალისო თავგადასავალი ელით.

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენდელ ნაითი (კენდელ შმიდტი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჭიერი მუსიკოსი და მოცეკვავე. ხშირად ის არჩენს ჯგუფს დაღუპვისგან. კენდელი ყველა პრობლემის და ჩხუბის მოგვარებას დემოკრატიული გზით ცდილობს. ის ერთგული მეგობარია, რომელიც მეგობრებს ყველაფერში ამოუდგება გვერდში და მის გამო ჯოჯოხეთშიც წავა. ის ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებს და ამიტომ მას არ ეშინია სირთულეების. კენდელი არ ოცნებობს გახდეს პოპ-ვარსკვლავი, მაგრამ ამ გზას მისი მეგობრის - ჯეიმზის გამო დაადგება.

ჯეიმზ დაიმონდი (ჯეიმზ მასლოუ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთარ თავზე შეყვარებული და თვითდაჯერებული ახალგაზრდა, რომლის ოცნებაა გახდეს პოპულარული. კამათის მოგვარებას მხოლოდ ერთი გზით ცდილობს - ყველას არწმუნებს, ისე მოიქცნენ, როგორც მას სურს. ჯგუფის 4 მონაწილისგან ჯეიმზს ყველაზე ამბიციური გეგმები და ოცნებები აქვს. მას სჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ასრულდება თუ არა მისი ცხოვრების ოცნება?

ლოგან მიჩელი (ლოგან ჰენდერსონი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

”ბიგ თაიმ რაშის” ყველაზე ჭკვიანი მონაწილე. ყველა კამათის მოგვარებას ლოგანი ლოგიკით და არგუმენტაციით ცდილობს. ამასთან ერთად ის არც მომაბეზრებელი გენიოსია და არც ”ბოტანიკოსი”. უბრალოდ სასაცილო, მხიარული ბიჭია, რომელსაც შეუძლია ცხოვრება სერიოზულად აღიქვას. ყოველ შემთხვევაში ჯგუფის დანარჩენ მონაწილეებზე სერიოზულად. მოსწონს, კამილა და როგორც ჩანს ეს გრძნობა ცალმხრივი არ არის.

კარლოს გარსია (კარლოს პენა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეთილი და გახსნილი ბიჭი. მოსწონს როცა სულელობს და გიჟობს. ის ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც დიდ სათამაშო მოედანს. კამათის მოგვარებას მუშტებით ცდილობს, მაგრამ რამდენიმე წუთში ავიწყდება, რატომ იწყებდა ჩხუბს. მეგობრების წრეში ის კლოუნის, მომხიბვლელი სულელის როლს ასრულებს. გიჟდება, როდესაც ჩაფხუტი უკეთია და დარწმუნებულია, რომ ეს ჩაფხუტი მას ნებისმიერი დარტყმისგან დაიცავს.

კეიტი ნაითი (კიარა ბრავო)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენდელის უმცროსი და. ამჯობინებს სიმართლე ადამიანს პირში უთხრას და ადამიანების გაკრიტიკებას არ ერიდება. უყვარს მბრძანებლობა და ასაკთან შედარებით ძალიან ჭკვიანია. კეიტი ხშირად ეხმარება ბიჭებს სიძნელეების დაძლევაში.

გუსტავო როკი (სტივენ კრამერ გლიკმენი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

”ბიგ თაიმ რაშის” პროდიუსერი. ძალიან ეგოისტი კაცი. მან ერთხელ თქვა: ”პოპ-ვარსკვლავს ძაღლისგანაც შევქმნი!” და ამის გამო ბიჭებს ხშირად უწოდებს ”ლეკვებს” ან ”ძაღლებს”. ის ბიჭების ზურგს უკან აღიარებს, რომ ისინი მართლაც მოსწონს, მაგრამ მათ ძაღლებს იმიტომ უწოდებს, რომ მათ უნდა იცოდნენ ვინ არის მათი ”მწვრთნელი”.

კარლოსი, ჯეიმზი, კენდელი და ლოგანი მას ხშირად უშლიან ნერვებს და მის ჭკუაზე არ დადიან, რაც გუსტავოს საშინლად ამწარებს, მაგრამ ამავდროულად ეს მოსწონს, რადგან ბიჭები სხვებს არ ჰგვანან. ის ცდილობს ”ბიგ თაიმ რაშის” საშუალებით წარმატების მწვერვალზე ავიდეს.

მონაწილეობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი
კიარა ბრავო კეტი ნაითი
ტანია ჩისჰოლმი კელი უენვრაიგი
სტივენ კრამერ გლიკმენი გუსტავო როკი
ჩალენ კეიტსი ჯენივერ ”ჯენ” ნაითი
ერინ სანდერსი კამილა რობერტსი
კეტლინ ტარვერი ჯო ტეილორი
მეტ რიედი არტურ გრიფინი

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია მიმღები შედეგი
2010 Australian Kids Choice Awards ფავორიტი ვარსკვლავი Big Time Rush ნომინირებული
2011 Kids Choice Awards ფავორიტი სატელევიზიო შოუ Big Time Rush ნომინირებული
2011 Nickelodeon UK Kids Choice Awards 2011 ფავორიტი სატელევიზიო შოუ Big Time Rush ნომინირებული
2011 Kids Choice Awards ფავორიტი მუსიკალური ჯგუფი Big Time Rush ნომინირებული
2011 Nickelodeon UK Kids Choice Awards 2011 ფავორიტი სატელევიზიო შოუ Big Time Rush ნომინირებული
2011 Nickelodeon Mexico Big Nick House 2011 ფავორიტი სატელევიზიო შოუ Big Time Rush მოგებული
2011 Kids Choice Awards Mexico 2011 ფავორიტი სატელევიზიო შოუ Big Time Rush მოგებული
2011 Youth Rocks Awards საუკეთესო ჯგუფი Big Time Rush ნომინირებული
2012 Teen tv Awards[1] საუკეთესო მუსიკალური ჯგუფი Big Time Rush მოგებული
2012 2012 Kids' Choice Awards საუკეთესო მუსიკალური ჯგუფი Big Time Rush მოგებული
2012 Nickelodeon Latinoamérica aNICKversario ფავორიტი სატელევიზიო შოუ Big Time Rush მოგებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 2012-04-01.