წითელი შხამასოკო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| წითელი შხამასოკო | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Amanita muscaria | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
წითელი შხამასოკო (ლათ. Amanita muscaria) — ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრია 8-20 სმ; კაშკაშა წითელი ან ნარინჯისფერია, ზედაპირზე თეთრი ფიფქები აყრია, ზოგჯერ მის გარეშეა. ფირფიტები და რბილობი თეთრია. ფეხიც თეთრია და თეთრი ან მოყვითალო საყელო აქვს, ძირში ბოლქვისებურია და ზედ თეთრი ზოლებია შემორტყმული. შხამიანია, იზრდება ნაძვნარ-ფიჭვნარსა და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომაზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 319, თბ., 1987 წელი.