წითელი გიგანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა

წითელი გიგანტი — დაბალი ან საშუალო მასის (0,3—8 მზის მასა) კაშკაშა გიგანტური ვარსკვლავი, რომელიც ვარსკვლავური ევოლუციის მიწურულ ფაზაშია. მისი გარე ატმოსფერო გამობერილი და გათხელებულია, რის გამოც მისი რადიუსი უზარმაზარი ხდება, ხოლო ზედაპირის ტემპერატურა — დაბალი, რომელიც არის 5000 K და ქვემოთ. წითელი გიგანტის გარეგნობა ყვითელი-ნარინჯისფერი და წითელია და მოიცავს სპექტრულ ტიპებს, K-სა და M-ს, ასევე S კლასისა და ნახშირბადის ვარსკვლავების უმეტესობას.

ყველაზე გავრცელებული წითელი გიგანტები არის ის ვარსკვლავები, რომლებიც უახლოვდება ე.წ. წითელი გიგანტის განშტების (წგგ) დასასრულს, მაგრამ წყალბადს კვლავ გარდაქმნის ჰელიუმად გარსში, რომელიც გადაგვარებული ჰელიუმის ბირთვს გარს აკრავს. სხვა წითელი გიგანტებია: ერთად შეჯგუფებული ვარსკვლავები ჰორიზონტალური განშტოების გრილ ნახევარში, რომლებიც ბირთვში ჰელიუმს ნახშირბადად გარდაქმნის სამმაგი ალფა პროცესით; და ასიმპტოტური გიგანტური განშოების (აგგ) ვარსკვლავები, რომლებიც ჰელიუმს წვავს ნახშირბად-ჟანგბადის გადაგვარებული ბირთვის გარეთ.[1]

დედამიწასთან მდებარე უახლოესი წითელი გიგანტი არის Gamma Crucis, რომელიც 88 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, თუმცა, ნარინჯისფერ გიგანტ „არქტურს“ ზოგი წითელ გიგანტად აღწერს. ეს უკანასკნელი დედამიწიდან 36 სინათლის წლითაა დაშორებული.

მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი გიგანტი „მირა“

წითელი გიგანტი ის ვარსკვლავია, რომელმაც თავის ბირთვში წყალბადის მარაგი ამოწურა და ბირთვის გარშემო არსებული გარსის წყალბადის თერმობირთვულ სინთეზზე გადაერთო. ასეთი ვარსკვლავების რადიუსი ათობით და ათასობით დიდია, ვიდრე მზისა. თუმცა, მათი გარსის ტემპერატურა დაბალია, რის გამოც მოწითალო-ნარინჯისფერი იერი აქვს. მათი გარსის დაბალი ენერგიის სიმკვრივის მიუხედავად, წითელი გიგანტები მზეზე ბევრად კაშკაშაა თავიანთი უზარმაზარი ზომის გამო. წითელი გიგანტის განშტოების ვარსკვლავების სიკაშკაშე მზისაზე (L☉) ასჯერ ან რამდენიმე ასეულჯერ მეტია, K და M სპექტრალური ტიპის ვარსკვლავების ზედაპირის ტემპერატურა 3000-4000 K-ია, ხოლო დიამეტრი მზისას (R☉) 20-100-ჯერ აღემატება. ჰორიზონტალურ განშტოებაზე მდებარე ვარსკვლავები უფრო ცხელია, ხოლო ასიმპტოპურ გიგანტურ განშოებაზე 10-ჯერ უფრო კაშკაშა, მაგრამ ეს ორივე ტიპი ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე წითელი გიგანტური განშტოების ვარსკვლავები.

ასიმპტოტურ გიგანტურ განშტოებას შორის ვარსკვლავები მიეკუთვნება C-N და გვიანდელ C-R ტიპის ნახშირბადის ვარსკვლავებს, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როცა ნახშირბადი და სხვა ელემენტები ზედაპირზე კონვექცირდება.[2] პირველი ამოსვლა ხდება წყალბადის გარსის წვისას წითელი გიგანტის განშტოებაზე, მაგრამ არ წარმოქმნის დომინანტ ნახშირბადს ზედაპირზე. მეორე, ზოგჯერ მესამე, ამოსვლა ხდება ჰელიუმის გარსის წვისას ასიმპტოტურ გიგანტურ განშტოებაზე და ნახშირბადის კონვექცია ხდება საკმაოდ მასიური ვარსკვლავების ზედაპირზე.

წითელი გიგანტის ვარსკვლავური დისკო მკვეთრად გამოხატული არაა, რომელიც ეწინააღმდეგება მის გამოხატვას მრავალ ილუსტრაციაში. გარსის დაბალი მასის სიმკვრივის გამო ასეთ ვარსკვლავებს კარგად განსაზღვრული ფოტოსფერო არ აქვს და მათი სხეული თანდათანობით გადადის „გვირგვინში“.[3][4] ყველაზე ცივ წითელ გიგანტებს რთული სპექტრი აქვს მოლეკულური ხაზებით, მაზერებითა და ზოგჯერ ემისიით.

წითელი გიგანტების სხვა საყურადღებო ნიშანი ისაა, რომ, მზის მსგავსი ვარსკვალვებისგან განსხვავებით, რომელთა ფოტოსფეროს აქვს მცირე კონვექციური უჯრედების (მზიური გრანულები) უზარმაზარი რიცხვი, წითელი გიგანტების ფოტოსფეროს, ასევე წითელი ზეგიგანტებისას, აქვს ძალიან მცირე რაოდენობის დიდი უჯრედები, რომლებიც იწვევს სიკაშკაშის ცვალებადობას ორივე ტიპის ვარსკვლავში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zeilik, Michael A. (1998). Introductory Astronomy & Astrophysics, 4th, Saunders College Publishing, გვ. 321–322. ISBN 0-03-006228-4. 
  2. doi:10.1086/306546
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  3. Measurements of the frequency of starspots on red giant stars. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-15. ციტირების თარიღი: 2014-09-09.
  4. orange sphere of the sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-05. ციტირების თარიღი: 2014-09-09.
  5. Schwarzschild, Martin (1975). „On the scale of photospheric convection in red giants and supergiants“. Astrophysical Journal. 195: 137–144. Bibcode:1975ApJ...195..137S. doi:10.1086/153313.