წივწივასებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წივწივასებრნი
Parus major g1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
არ არის მითითებული საერთაშორისო სახელწოდება
შეგიძლიათ დაეხმაროთ პროექტს,
ლათ=სახელი ჩასმით
თარგი:ტაქსოდაფის შიგნით სტატიის ტექსტში
დაცვის სტატუსი

წივწივასებრნი, წიწკანასებრნი (Paridae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 10-20 სმ, მასა 7-25 გ) ფრინველებს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში (საჰარის სამხრეთით) და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეხეური ფორმებია. ბინადრობენ ტყეებში, ბაღებში და პარკებში, ბუჩქნარებში, მცირე რაოდენობა — ლელქაშში. წივწივასებრნი იკვებებიან მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, კენკრითა და თესლით. მოიცავს 9 გვარის 65-მდე სახეობას. საქართველოში აღრიცხულია დიდი წივწივა, წიწკანა, შავი წიწკანა, რემეზი, ულვაშა წიწკანა. შეიძლება აჭარაში დადასტურდეს ხმელთაშუაზღვიური წიწკანას არსებობაც. ულვაშა წიწკანა შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 11, გვ. 316, თბ., 1987
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე