წეროსწვივა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წეროსწვივა
Parasolzwam2009.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
განყოფილება: ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი: აგარიკომიცეტები
რიგი: ფირფიტოვანნი
ოჯახი: ფირფიტოსანნი
გვარი: წეროსწვივა
სახეობა: წეროსწვივა
ლათინური სახელი
Macrolepiota procera

წეროსწვივა, წერეწო[1] (ლათ. Macrolepiota procera) — ქუდიანი სოკო.

ქუდი 10-25 (45) სმ დიამეტრისაა; ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ კი ნახევრად გაშლილი, შუაში ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი დაფარულია კუთხოვანი, ყავისფერ-მურა ქერცლებით, რომლებიც ადვილად სძვრება, კიდეებთან ფიფქოვან-ქერცლოვანია, მოთეთროა ან მონაცრისფრო-მურა, ცენტრში უფრო მუქია. ფირფიტები თეთრია, შემდეგ კი მოწითალო ხდება. ფირფიტები ფეხთან მიმაგრების ადგილას შეერთებულია რგოლით (კოლარიუმით). ფეხი — 15-30 (50) სმ სიგრძისა და 2-4 სმ სისქისაა, ძირში გამსხვილებული, დაფარულია კონცენტრულად განწყობილი მურა ბოჭკოვანი ქერცლებით, მოთეთროა, შემდეგ კი — ღია მურა. საყელო განიერია, მოძრავია ფეხის მიმართ, თეთრია, ქვედა მხრიდან — მურა. რბილობი — თეთრი, სოკოს სასიამოვნო სუნით. სპორები — ელიფსისებრი უფერული, 15-20X10-13 მკმ. იზრდება ნიადაგზე ტყის პირას და მდელოზე ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად ახალი, მხოლოდ ქუდი.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. სოკო – წერეწო
  2. „საქართველოს სოკოები“ ივანე ნახუცრიშვილი 2007, „ბუნება პრინტი“ ISBN 99940-856-1-1