წარღვნა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარღვნა, მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, გერმ. რაგნაროკი, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს, კაცთა მოდგმის განახლების მიზნით (რაგნაროგში ღმერთებიც იღუპებიან). საბერძნეთში ეს მოხდა დევკალიონის დროს, შუამდინარეთში უთ(ა)ნაფიშთიმის დროს, (იგივე ზიუსუდრა). ბიბლიური წარღვნა კი პატრიარქ ნოეს ჟამს.

[რედაქტირება] თქმულებები რეგიონების მიხედვით

აღმოსავლეთის ქვეყნებში სამყაროს აღსრულებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ, უფრო შექმნათა ამბავი აინტერესებდათ, მითებიც უმთავრესად კოსმოგენიაზე შექმნეს. აზიის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, მეორედ მოსვლაზე საერთოდ არ შექმნილა მითები.

ეგვიპტეშიც უძველეს დროს წარღვნის ამბავი არ იცოდნენ, არსებობდა მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ძველი სამეფოს დანგრევაზე, ახალი ჯანსაღი წყობილების დამყარების მიზნით, რაც ბუნებრივია, (დაახლოებით ძვ. წთ. 2200 წლიდან) როგორც მითი პირველად ჩანს, სეთოს I და რამზეს III სამარის ძეგლში წიგნი ციურ ძროხაზე. კაცთა მოდგმისგან განაწყენებულმა რემ (რამ) ქალღმერთ სახმეტს დაავალა ადამიანთა დაღუპვა, მაგრამ ქალღმერთმა სამყარო თავისებურად მოაწყო. ნილოსის ადიდება ზეცის წყალობად მიიჩნეოდა, ამიტომ წარღვნის ამბავი, მათთვის მაინც უცხოდ დარჩა. წარღვნა, მეორედ მოსვლა, უთნაფიშთიმი, ნოე, დევკალიონი.

[რედაქტირება] საქართველო

სვანურ მითში წარღვნას ეძახიან მერმე სობს. (მეორე სობი იგივე ვობი). შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს სვანთა წარმართული პანთეონის უზენაესი ღმერთი ვობ, რომელიც მეორედ მოსვლას აწყობს და მერე ქმნის ახალ ცხოვრებას.

[რედაქტირება] აზია

ინდუისტურ რელიგიაში (საკუთრივ ვიშნუსთან დაკავშირებით) წარღვნა ბოროტისა და კეთილის ბრძოლა განვლილ საუკუნეთა (ათასწლეულების) შესახებ შექმნილი მთელი მოძღვრების ნაწილია. ქრისტეს გამოჩენის დროისთვის ჩასახული ეს მოძღვრება დაფუძნებულია ბრაჰმას დღე-ღამის გაგებაზე, რომლის მიხედვითაც ბრაჰმას ერთი დღე უდრის 4 320 000 წელს - ადამიანთა და ღმერთების თავგადასავალს ოთხი საუკუნის, იუგად წოდებული ოთხი ციკლის განმავლობაში, როცა ბრაჰმას ყოველი დღე 1000 ციკლისგან შედგება. სიკეთის ხანგრძლივი განვითარება თავდება ჰარმონიის ნაცვლად, ბოროტების სრული გაბატონებით 432 000 წლის ვადით, როცა სიკეთეს, დრაჰრსას მხოლოდ მეოთხედი ძალაუფლება აქვს. შემდეგ ისევ ვიშნუს გამოცხადება იწყება, ვიშნუს ავატარა ესე იგი, ღმერთის გამოცხადება თევზის, კუს, ტახის, ლომკაცის, ჯუჯა ვამანას სახით (კრიტა, იუგა და სხვა). მთელს ამ ხანგრძლივ ბრძოლას, ძლევასა და გამოცხადებას, იუგად წოდებულ საუკუნო ცხოვრების ამბავს იდეალისტები ხსნიან, როგორც სამყაროს უსასრულობისა და ადამიანის უსასრულობის ფილოსოფიას, ზოგიც ამაში ხედავს ინდური სოფლის მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრების ასახვას მითში. ყველა შემთხვევაში, ესაა სამყაროს ცვლილებების, ჟამთაცვლის ასახვა მითებსა და რელიგიაში. აქ მაღალფილოსოფიურ დონეზეა მოცემული რეალური ცხოვრების მარადიულობის პრინციპის თავმოყრა ისევ ყოფიერებაში, ვიშნუს სახეში, რაც ინდოელებს ამავე ღვთაების სახით ჰქონდათ წარმოდგენილი. ერთის ნგრევა და მეორეს მოსვლა მოასწავებდა სამყაროს ახალი ციკლის დაწყებას, რაც ისევ უწყვეტი განვითარებისა და ცვალებადობის პრინციპს გამოხატავს, ჟამთა დიდი მონაკვეთები კი უსასრულობისთვის მხოლოდ წუთებია.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები