ძოგჩენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძოგჩენის სიმბოლო, ტიბეტური ასო „ა“. 5ფერიანი ცისარტყელის სხეულის სიმბოლო

ძოგჩენი (ტიბ. རྫོགས་པ་ཆེན་པོ་ ძოგ პა ჩენ პო/რძოგს პა ჩენ პო „უმაღლესი სრულყოფილება“; სანსკ. महसंधि mahasaṃdhi; ჩინ. 大成就 dàchéngjiù) — ტიბეტური ბუდიზმისა და ბონის მიხედვით, ბუნებრივი, თავდაპირველი მდგომარეობა ან გონების ბუნებრივი მდგომარეობა, სწავლებები და მედიტაციური პრაქტიკები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ მდგომარეობის რეალიზებას. ძოგჩენი ან „უმაღლესი სრულყოფილება“ არის ნიინგმასა და სხვა ტიბეტური ბუდისტური სექტების ცენტრალური სწავლება. ძოგჩენის ლიტერატურის მიხედვით, ძოგჩენი უმაღლესი გზაა გასხივოსნებისკენ.

ისტორია[რედაქტირება]

ძოგჩენის გადაცემა[რედაქტირება]

ბუდისტური ტრადიციის ძოგჩენი ეყრდნობა გადაცემის შემდეგ ხაზს:

  1. გარაბ დორჯე (პრაჰევაჯრა): ახ. წ. მე-3 ს.; სხვა ვერსიით ძვ. წ. 184-57.
  2. მანჯუშრიმიტრა (ტიბ. འཇམ་དཔལ་བཤེས་གཉེན་ ჯამპალ შენჲენ/ჯამ დპალ ბშეს გნჲენ): ახ. წ. მე-3 ს., სხვა ვერსიით ძვ. წ. მე-2 ს. - პრაჰევაჯრას თანამედროვე.
  3. შრი სიმჰა (სანსკ. [Śrī Siṃha]; ტიბ. პალგჲი სენგე/დპალ გჲი სენგე): ახ. წ. მე-4 ს.
  4. პადმასამბჰავა: ახ. წ. მე-8 ს.
  5. ვიმალამიტრა (ტიბ. དྲི་མེད་བཤེས་གཉེན་ დრიმე შენჲენ/დრი მედ ბშეს გნჲენ): ახ. წ. მე-8 საუკუნის დასასრული.
  6. ვაიროჩანა (ტიბ. རྣམ་པར་སྣང་མཛད་ལོ་ཙ་བ་ ნამპარ ნანგძე ლოწავა/რნამ პარ სნანგ მძად ლო წა ბა): ახ. წ. მე-8 საუკუნის დასასრული.

ტიბეტში, სკოლა ნიინგმა გარაბ დორჯეს ტრადიციის ძოგჩენს მიყვება.

კაგიუს სკოლაში ძოგჩენის მატარებელი არის მესამე კარმაპა, რანგჯუნგ დორჯე.

გელუგის სკოლაში ძოგჩენის ტრადიციას მე-5, მე-13 და მე-14 დალაი-ლამები ატარებენ.

ბონში ძოგჩენის 3 საკუთარი ხაზია: ა-თრი (ཨ་ཁྲིད་ ა ქრიდ), ძოგჩენი და შანგ შუნგი (ཞང་ཞུང་སྙན་རྒྱུད་ ჟანგ ჟუნგ სნჲან რგჲუდ).

ძოგჩენის სწავლება[რედაქტირება]

ძოგჩენის რინპოჩე

ძოგჩენი ასწავლის ყველა არსების არსებობის პირვანდელ მდგომარეობაზე. ჩვენი ან ჩვენი გონების თავდაპირველი მდგომარეობა მიჩნეულია სუფთად, ცარიელად, ნათლად; ასევე გამოიყენება ტერმინები „თავდაპირველი ცნობიერება“ ან „ბუნებრივი მდგომარეობა“. ნათქვამია, რომ ამ „ბუნებას“ არ აქვს საკუთარი ფორმა, მაგრამ შეუძლია გამოავლინოს, აირეკლოს ან გამოსახოს ყველა შესაძლო ფორმა. ის ამას არ შვრება, როცა რამე სახის ფორმითაა „შეპყრობილი“. ძოგჩენის მასწავლებლებს ხშირად მიუტანენ ხოლმე სარკეს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ანარეკლი გამოავლინოს, მაგრამ ეს ანარეკლები თვითონ სარკეზე არ ჩნდებიან. თუ ვინმეს შეუძლია მასში ეს მდგომარეობა, ძოგჩენის მდგომარეობა, შეინარჩუნოს, მაშინ იგი აღარ განიცდის დუჰქჰას.

ეს თავდაპირველად სუფთა მდგომარეობა არის საწყისად დამახასიათებელი თითოეული ცოცხალი არსებისთვის (ბუდას, ბოდჰიჩიტას მდგომარეობა). არაა მოქცეული დროსა და სივრცის ფარგლებში, ყველა ცოცხალი არსების შუაგულია.

ძოგჩენი გადაეცემა მასწავლებლისგან მოსწავლეს, რომელმაც შესძლო თავდაპირველი ყოფიერების მდგომარეობის რეალიზება.

ძოგჩენის სწავლების აზრი სამ ანდერძად დატოვა გარაბ დორჯემ, რომელიც გადასცა თავის უახლოეს მოსწავლე მანჯუშრიმიტრას, სანამ ნირვანაში გადავიდოდა:

  1. გამოცდილი ოსტატისგან საკუთარი გონების ბუნების პირდაპირი გაცნობის მიღება.
  2. ეჭვების მოცილება.
  3. ამ მდგომარეობაში დარჩენა.

ამ სამი ქადაგების შესაბამისად, მანჯუშრიმიტრა ყველა სწავლებას სამ განაყოფად ჰყოფს:

  1. სემდე — გონების ბუნების განაყოფი.
  2. ლონგდე — თავდაპირველი სივრცის განაყოფი.
  3. მენგაგდე — საიდუმლო ზეპირ დარიგებათა განაყოფი.

ძოგჩენის სწავლებები საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ სრულ რეალიზაციას (ბუდდჰას მდგომარეობა) ერთი ცხოვრების განმავლობაში.

თანამედროვე ძოგჩენი[რედაქტირება]

დღესდღეობით ძოგჩენის პრაქტიკები ხორციელდება არა მარტო ტიბეტში. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მაგ. ბელგიაში, გერმანიაში, რუსეთში, ლუქსემბურგში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებობს ძოგჩენის ცენტრები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Capriles, Elías. Buddhism and Dzogchen. Part 1 - Buddhism: a Dzogchen Outlook. Published on the web at [1]
  • Dudjom Rinpoche (1991). The Nyingma School of Tibetan Buddhism, Vol. 1. Wisdom Publications. ISBN 0-86171-087-8
  • Jigmed Lingpa (2008). Yeshe Lama. Snow Lion. ISBN 9781559392945
  • Karmey, Samten G. (1975). A General Introduction to the History and Doctrines of Bon. Memoirs of the Research Department of the Toyo Bunko, No. 33, pp. 171–218. Tokyo. (Especially Chapter 9 on rDzogs-chen on pp. 213–215.
  • Klein, Dr. Anne Carolyn, Wangyal, Geshe Tenzin Rinpoche, Unbounded Wholeness, Oxford University Press, Oxford, 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]