ძმრის ხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ძმრის ხე | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Rhus typhina | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ძმრის ხე (ლათ. Rhus typhina) — მცენარე თუთუბოსებრთა ოჯახისა. მაღალი ბუჩქი ან პატარა ხეა. სიმაღლე 3-10 მ. კენტფრთისებრი ფოთოლი აქვს, რომელიც შემოდგომაზე წითლდება. ფოთლების სიგრძეა 25-55 სმ. ყვავილი ერთსქესიანია, მომწვანო ყვითელი, თავმოყრილია საგველა ყვავილედში. ყვავილობს აგვისტოში. ნაყოფი წითელი ბუსუსითაა დაფარული. სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი, უპირველეს ყოვლისა, კანადის სამხრეთი-აღმოსავლეთი და აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დეკორატიული მცენარეა. კულტივირებულია ბაღებსა და პარკებში. ფოთოლი და ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებას — ტანინს. ნაყოფი მომჟავოა (სახელიც აქედანაა), მისგან სასმელს აყენებენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- შარაშიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 279, თბ., 1987 წელი.