ძმები ლუმიერები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძმები ლუმიერები, ოგუსტ, მარი ლუი ნიკოლა (19 ოქტომბერი, 1862 - 10 აპრილი, 1954) და ლუი ჟან (5 ოქტომბერი, 1864 - 6 ივნისი, 1948) — ერთ-ერთი პირველი კინომწარმოებლები.

ადრეული კინემატოგრაფია[რედაქტირება]

ლუმიერებმა პირველი კინოჩვენება ვიწრო წრეში 1895 წლის 22 მარტს ჩაატარეს. პირველი ფასიანი საზოგადო კინოჩვენება კი 1895 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა პარიზის გრან კაფეს ინდურ სალონში. ეს ისტორიული ჩვენება მათ პირველ ფილმს ეფუძნებოდა — 45 წამიანი "მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ" (Sortie de l'usine Lumière à Lyon), გადაღებული 1894 წელს ლეონ ბულის სინემატოგრაფით, რომელიც წინა წელს დაპატენტდა. სინემატოგრაფში გაერთიანებული იყო სამი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო მოძრავი ფილმის ჩაწერა, დამუშავება და პროექტირება. მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა დახვეწეს.

მიუხედავად იმისა, რომ მაქს და ემილ სკლადანოვსკიმ ერთი თვით ადრე მოაწყვეს პროექტიული ცვლადი გამოსახულებების ფასიანი სახალხო ჩვენება ბერლინში, კინოს ისტორიკოსები გრან კაფეს თვლიან კინოს დაბადების ნამდვილ ადგილად. სკლადოვსკების ჩვენება არ იყო მოძრავი სურათების ფილმი არამედ უბრალოდ უძრავი ფოტოების მონაცვლე სლაიდები, რაც თავისი არსით კინემატოგრაფიას არ წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: