ძმები კარამაზოვები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძმები კარამაზოვები
Братья Карамазовы
Dostoevsky-Brothers Karamazov.jpg
რომანის პირველი გამოცემის თავფურცელი
ავტორი

თედორე დოსტოევსკი

ქვეყანა

რუსეთი

ენა

რუსული

ჟანრი

სასპენსი, ფილოსოფიური

გამოცემის თარიღი

ნოემბერი, 1880

წინამორბედი

'

მომდევნო

'

„ძმები კარამაზოვები“ (რუს. Братья Карамазовы, /'bratʲjə karə'mazəvɨ/) — რუსი მწერლის თედორე დოსტოევსკის ბოლო რომანი, რომელიც მისი ცხოვრებისეული შრომის კულმინაციას წარმოადგენს. დოსტოევსკიმ ამ რომანის შექმნას ორი წელი დაუთმო. ის სერიულად იბეჭდებოდა „რუსეთის მაცნეში“ 1880 წლის ნოემბრამდე. მწერლის ჩანაფიქრით ეს რომანი ეპიკური ნაწარმოების „დიდი ცოდვილის ცხოვრება“ პირველი ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა ის ამ წიგნის გამოცემიდან ოთხ თვეში გარდაიცვალა.

დაახლოებით 800 გვერდიანი ძმები კარამაზოვები“ დოსტოევსკის ყველაზე დიდი ლიტერატურული ნამუშევარია. მან მრავალი როგორც კრიტიკული, ისე დადებითი შეფასება მიიღო და ხშირად მოხსენიებულია მწერლის Magnum opus-ად.[1] 12 წიგნისგან შემდგარი „ძმები კარამაზოვები“ აღწერს სამი მთავარი გმირის ისტორიას: ახალბედა ალიოშა კარამაზოვის, ურწმუნო ივან კარამაზოვის და ჯარისკაც დიმიტრის. წიგნის პირველ ნაწილში ხდება კარამაზოვების გაცნობა. მთავარი სიუჟეტია მათი მამის, თედორეს სიკვდილი, დანარჩენი კი ეძღვნება მამა ზოსიმესა და ალიოშას ფილოსოფიურ და რელიგიურ კამათებს.[2][3]

რომანის ყველაზე სახელგანთქმული თავია „დიდი ინკვიზიტორი“ — პარაბოლა, რომელსაც ივანი ალიოშას უყვება და ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას ესპანეთის ქალაქ სევილიაში, სადაც ის დააპატიმრა 90 წლის მოხუცმა, ფსევდო-რელიგიურმა კათოლიკე დიდმა ინკვიზიტორმა. თავის მართლების ნაცვლად, ქრისტე მას კოცნის, რის შემდეგაც ინკვიზიტორი მას ათავისუფლებს, მაგრამ სთხოვს უკან აღარ დაბრუნდეს. აღწერილი ამბავი ინკვიზიტორის ქმედებათა გასამართლებლად ზოგიერთებმა არასწორად გაიგეს, ზოგნიც, მაგალითად კათოლიკე მღვდელი რომანო გვარდინი ირწმუნებოდა, რომ ამ წიგნში ქრისტე ივანის საკუთარი ინტერპრეტაციით იყო წარმოდგენილი, როგორც „ურწმუნოების იდეალისტური ნაყოფი“. მით უმეტეს, ივანი მტკიცედ აცხადებს, რომ იგი ქრისტეს მოწინააღმდეგეა. თანამედროვე კრიტიკოსთა და სწავლულთა უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ამ ნაწარმოებით დოსტოევსკი თავს ესხმის კათოლიციზმსა და სოციალისტურ ათეიზმს, რომლებიც წარმოდგენილია ინკვიზიტორის სახით. რომანით იგი მკითხველს აფრთხილებს იმ საშინელი სამომავლო აპოკალიფსის შესახებ, რომელიც წარსულში უკვე მოხდა. დოსტოევსკის შეხედულებით, რომის პაპ პიპინის 750 წლის აქტი და XVI საუკუნის ესპანეთის ინკვიზიცია ამახინჯებს ჭეშმარიტ ქრისტიანობას.[4][2][3]

გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე რომანის შესახებ აღნიშნავს: „არაერთხელ უთქვამთ, ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დაუმთავრებელი დარჩა. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამსაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად“.[5]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Frank, 2003, გვ. 390–441
  2. 2.0 2.1 Frank, 1997, გვ. 567–705
  3. 3.0 3.1 Kjetsaa, 1989, გვ. 337–414
  4. Müller, 1982, გვ. 91–103
  5. ჰერმან ჰესეს წიგნები