ძირმწარასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძირმწარასებრნი

გიგანტური ძირმწარა (Aristolochia gigantea)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
ლათინური სახელი
Aristolochiaceae

ძირმწარასებრნი (ლათ. Aristolochiaceae) — ორლებლიან მცენარეთა ოჯახი. მრავალწოვანი ბალახები და მერქნიანი ლიანებია, იშვიათად — სწორმდგომი ბუჩქები ან ნახევრად ბუჩქები.

აერთიანებს 7 გვარის 600-მდე სახეობას, რომლებიც ტროპიკებსა და ზომიერ სარტყელშია გავრცელებული. საქართველოში ამ ოჯახის 2 გვარის (ხარისჩლიქა და ძირმწარა) 6 სახეობა გვხვდება.

ძირმწარასებრთა ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]