ძირმწარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძირმწარა

Aristolochia lindneri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  პილპილისნაირნი
ოჯახი:  ძირმწარასებრნი
გვარი:  ძირმწარა
ლათინური სახელი
Aristolochia L., 1753

ძირმწარა (ლათ. Aristolochia) — მცენარეთა გვარი ძირმწარასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები და მეტწილად ხვიარა, მერქნიანი ლიანებია.

500-მდე სახეობიდან, რომლებიც უმეტესად ტროპიკულ და ზომიერ სარტყელებშია გავრცელებული საქართველოში 5 სახეობა იზრდება; მათგან ერთი (Aristolochia steupii) კავკასიური ენდემია.

ქართული ძირმწარა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]