ძველი ინდოეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები[რედაქტირება]

თანამედროვე ირანიდან აღმოსავლეთით ინდოსტანის ნახევარკუნძული მდებარეობს,რომელიც ინდოეთს უკავია.სამი მხრიდან ზღვებით გარშემორტყმული ინდოეთის ჩრდილოეთი საზღვარი ჰიმალაის მაღალი მთებია.აქ იღებენ სათავეს მდინარეები ინდი და განგი. ინდი ქვეყნის აღმოსავლეთით მიედინება. ისინი შენაკადებთან ერთად დიდ და ნოყიერ დაბლობებს წარმოქმნიან.მდინარე ინდისა და მისი ოთხი შენაკადით წარმოქმნილ ველს უძველესი დროიდან ხუთმდინარეთი ეწოდება.

ინდის დაბლობის მოსახლეობა და მისი საქმიანობა[რედაქტირება]

ქრისტესშობამდე მეოთხე ათასწლეულში ინდის დაბლობის უძველესი მცხოვრებლები დრავიდები იყვნენ.დრავიდები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, ხელოსნობას, ზღვაოსნობასა და ვაჭრობას.გლეხები ხორბალს, ქერს, ბრინჯსა და ბამბას თესავდნენ, ხელოსნები სპილენძსა და ბრინჯაოსაგან შრომისა და ბრძოლის იარაღებს ამზადებდნენ.ინდოეთის ისტორიის ამ ხანგრძლივ პერიოდს (ქრ.შ-მდე მეოთხე-მეორე ათასწლულები) დრავიდების ხანა ეწოდება.დრავიდები ქალაქში ცხონრობდნენ. ქალაქის ქუჩებს მწკრივად მიჰყვებოდა თაღებით(თაღი არის საყრდენს შორის არსებული სივრცის მრუდწირული გადახურვა) დამშვენებული ორ და სამსართულიანი სახლები, ტაძრები და სასახლეები.ქალაქებში მრავლად იყო აბანოები, ჭები და დახურული არხები. ყველა ბინას თავისი აბაზანა ჰქონდა. ნარეცხი წყალი სპეციალური არხების საშუალებით ქალაქგარეთ, დიდ ორმოში იღვრებოდა.ქრ.შ-მდე მეორე ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში ჩრდილო-დასავლეთიდან არიელთა მებრძოლი ტომები შეიჭრნენ. ტომის ბელადს ისინი რაჯას უწოდებდნენ. საუკუნეების მანძილზე დრავიდები ებრძოდნენ განვითარებით მათზე გაცილებით დაბალ დონეზე მდგომ არიელებს.არიელთა შემოსევებს დიდი სტიქიური უბედურება -წყალდიდობაც დაემატა. ქრ.შ-მდე დაახლოებით 1500 წელს ინდის დაბლობში სიცოცხლე შეწყდა. ცივილიზაციის უძველესი კერა მტაცებელი ცხოველებითა და შხამიანი გველებით სავსე გაუვალმა ჯუნგლებმა დაფარა. ინდის კულტურამ აღმოსავლეთისაკენ გადაინაცვლა. მას ფეხდაფეხ არიელებიც მიჰყვებოდნენ, რომლებმაც მთელი ინდოეთი დაიპყრეს.

ინდოეთის აღზევება და მისი დაცემა[რედაქტირება]

დრავიდების სამეურნეო და კულტურული მიღწევები არიელებმა აითვისეს და განავითარეს. ქვეყნის დასავლეთი-ინდის დაბლობი მათ ჯუნგლებისაგან გაათავისუფლეს და იქ სამეურნეო ცხოვრებაც აღადგინეს. ინდოეთში ახალი ცივილიზაციის სწრაფი განვითარების- არიული ხანა დაიწყო.ქრ.შ-მდე პირველ ათასწლეულში ინდოეთში თექვსმეტამდე სახელმწიფო წარმოიშვა. თითოეულ სახელმწიფოს მეფე მართავდა. ხოლო ყოფილი რაჯები მოხელეებად,მიწათმფლობელებად და ქურუმებად გადაიქცნენ.სახელმწიფოთა შორის გაუთავებელმა ქიშპობამ და ომებმა ხელი შეუშალა ინდოეთის გაერთიანებას. დაქუცმაცებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო ძლიერი სპარსეთის შემოტევების მოგერიება.ქრ.შ-მდე მეოთხე საუკუნეში ინდოეთის დასავლეთი ნაწილი დამპყრობთა ხელში აღმოჩნდა. ბრძოლებში გამარჯვება მაგადჰას მეფეებმა მოიპოვეს.მესამე საუკუნეში მათ თავიანთი ხელისუფლება მთელ ინდოეთზე გაავრცელეს.ქრ.შ-დან პირველ საუკუნეში მაგადჰას ძლიერ სამეფოს ახალი მტრები გამოუჩნდა. ისინი კვლავ დასავლეთიდან მოიწევდნენ. მათთან ბრძოლებში ერთიანი და ძლიერი ინდოეთი ქრ.შ-დან მესამე საუკუნეში პატარ-პატარა სამთავროებად დაიშალა.

სპილო და ქათამი[რედაქტირება]

ძველი ინდოეთი მოშინაურებული სპილოების პირველი სამშობლოა.მათი მოშინაურება რთული და ფათერაკებით სავსე, მაგრამ მეტად მომგებიანი იყო, რადგან სპილო დიდხანს ცოცხლობს და ადამიანთა ორ-სამ თაობას ემსახურება.მუშა სპილოს გადაჰქონდა მოჭრილი ხეები,მორები,გადაჰყავდა ადამიანები. მეომარი სპილოს წინაშე კი უძლური იყო იმდროინდელი ნებისმიერი შეიარაღება. სპილო საშინელი ღრიალით შეიჭრებოდა და გადათელავდა ხოლმე მტრის ქვეით ცხენოსან ჯარს, საომარ ეტლებსა და კოშკებს.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძველმა ინდოელებმა, მსოფლიოში პირველებმა მოიშინაურეს ქათამი. თანამედროვე ქათმისა და მამლის წინაპარი დღესაც ამაყად დასეირნობს ინდოეთის ტყეებში. მამალი დედალზე უფრო დიდია, მკაფიოდაა შეფერილი და ყოველ განთიადს ყივილით ესალმება. ძველ დროში, ქათამთან ერთად, საქართველოში მობრძანებული მამალი ბუნებრივ მუსიკალურ ნიჭს თავისებურად ამჟღავნებს: რადგან ინდოეთის და ჩვენი დროის სარტყელი სხვადასხვაა, იგი თავისი ომახიანი შეძახილით განთიადს ორჯერ - ინდოეთისა და საქართველოს დროით ეგებება.