ძველდანიური მეძებარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველდანიური მეძებარი
წარმოშობის ქვეყანა დანია
თვისებები
წონა 18-24 კგ.
სიმაღლე 51-58 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ძველდანიური მეძებარი (დან. Gammel dansk hønsehund) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დანიაში XVIII საუკუნეში.

როგორც ჩანს, ამ ჯიშის გამოსაყვანად XVIII საუკუნეში გამოიყენეს ადგილობრივი ძაღლები (რომელთა ძარღვებში იყო ბლადჰაუნდის სისხლი) და ესპანური მეძებრები, რომლებიც დანიაში ნიდერლანდებიდან მოხვდნენ. XX საუკუნეში ძველდანიური მეძებრების საერთო რაოდენობის შემცირებამ და მეორე მსოფლიო ომის დროს მათი გამრავლების თითქმის მთლიანად შეწყვეტამ ჯიში გადაშენების პირას მიიყვანა.

საბედნიეროდ, ჯიშის გადარჩენა მოხერხდა და დღეს ძველდანიური მეძებარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონადირე ძაღლია, თუმცა სამშობლოს ფარგლებს გარეთ იშვიათად გვხვდება. მას მოაქვს მოკლული ნადირი ტყიდან და წყლიდან, შესანიშნავი ყნოსვის გამო იყენებენ კონტრაბანდის და ნარკოტიკების აღმოსაჩენად.

ძველდანიური მეძებარი ბავშვებთან ალერსიანია და ადვილად ეჩვევა ქალაქის პირობებს, კარგი კომპანიონია. ადვილად იტანს სიცხეს და სიცივეს და ადვილად იწვრთნება. აქვს უხეში, მოკლე ბალანი, ძლიერი მხრები და სწორი ფეხები, შედარებით მოკლე თავი, გრძელი ყურები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]