ძელქვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძელქვა
Zelkova carpinifolia 01 by Line1.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: თელისებრნი
სახეობა: ძელქვა
ლათინური სახელი
Zelkova

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ძელქვა (ლათ. Zelkova) — ფოთოლმცვივანი მცენარეთა გვარი თელისებრთა ოჯახისა. ხეებია, რომელთა სიმაღლე 40 მ, დიამეტრი 3 მ აღწევს. ძელქვას მორიგეობით განლაგებული დაკბილული ფოთლები აქვს. ხეზე ზოგი ყვავილი ორსქესიანია, ზოგი კი მხოლოდ მამრობითი. ამ გვარის ლათინური სახელწოდება ქართული სიტყვის — ძელისა და ქვის შეერთებით არის შედგენილი, რაც მისი მერქნის სიმაგრესა და გამძლეობას გამოხატავს. ძელქვა არქტომესამეული ფლორის რელიქტია. ტენისა და ჩრდილის მოყვარული ხეა. იზრდება ხეობებში, მდინარეების პირას ფართოფოთლოვან ტყეებში. ყვავილობს მარტ-აპრილში. ნაყოფი მწიფდება აგვისტოში. შემორჩენილია მისი 6 სახეობა. მათგან ერთი — რცხილაფოთოლა (ლათ. Zelkova carpinifolia) ირანსა და ამიერკავკასიის დასავლეთ (იმერეთი, სამეგრელო), აღმოსავლეთ (კახეთიახმეტის მუნიციპალიტეტი, ლენქორანი) და სამხრეთ (ყარაბახი) ნაწილებში იზრდება, დანარჩენი 5 — კრეტაზე, ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში. გვხვდება ზომიერ ტენიან და მომშრალო ადგილებში. ცოცხლობს 500-600 და მეტ წელს. მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარითა და ფესვის ნაბარტყით. მერქნის მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ერთ-ერთი უძვირფასესი მცენარეა. სწრაფმზარდი და დეკორატიულია. ხშირად საფრთხეს უქმნის: ტყის კაფვა, მცირე არეალი და სხვ. იყენებენ ბაღ-პარკში, ტყის სარეკონსტრუქციოდ და გასაშენებლად. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

საქართველოს ფარგლებში ძელქვის გავრცელების არეალია: სამეგრელოსენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები; იმერეთიქუთაისის, შორაპნის, სვირის მიდამოები, მდინარე ყვირილისა და მდინარე წყალწითელას ხეობები, აჯამეთის დაცული ტერიტორია; გურიაოზურგეთის მუნიციპალიტეტი; კახეთი — სოფელი ქვემო ალვნის მიდამოები, ბაბანეურის დაცული ტერიტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება]