ძახველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძახველი
Viburnum opulus C.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ცხრატყავასებრნი
ლათინური სახელი
Viburnum

ძახველი[1] (ლათ. Viburnum) — მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მეტწილად ფოთოლმცვივანი ბუჩქები ან პატარა ხეებია. 120-200 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ამერიკაში. დატოტვილი ბუჩქი, ან მცირე ზომის ხეა, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით. მისი სიმაღლე 1,5-4 მ აღწევს.[2] საქართველოში გავრცელებულია ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება აგრეთვე მდინარის პირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც.[2] საქართველოში ველურად მხოლოდ 3 სახეობა იზრდება; ჩვეულებრივი ძახველი (ლათ. Viburnum opulus) 2-4 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს თეთრი ყვავილები და წითელი ნაყოფი (შეიცავს C ვიტამინს). ფოთლები ერთმანეთის საპირისპიროდაა განლაგებული, ზემოდან მუქი მწვანეა, დანაოჭებული, ქვემოდან უფრო ღია ფოთლის ყუნწს ფუძესთან ორი ძაფისებრი თანაფოთოლი აქვს. ყუნწები ზედა ნაწილში ჯირკვლებიანია. ნაყოფი ღია წითელი ფერისაა, ოვალური ან სფეროსებრი, წვნიანი, 1 სმ-მდე დიამეტრის მსხვილი კურკით.[3] ქერქი შეიცავს თრიმლავ ნივთიერებებს 2%-მდე, ფისებს 6,5%-მდე, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K-ს, ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP.[3] დეკორატიული და კარგი თაფლოვანი მცენარეა.[1]

ასევე კარგი დეკორატიული ბუჩქია მოლოზანა (ლათ. Viburnum orientalis), რომელიც ჩვეულებრივ ძახველს წააგავს. უზანი (ლათ. Viburnum lantana) საშუალო ზომის ბუჩქია. მისი ნაყოფი თავდაპირველად მწვანეა, შემდეგ წითელი, მწიფე კი შავი და პრიალა. სამივე სახეობა საქართველოში როგორც ბარში, ისე მთაში, უმთავრესად ზომიერად ტენიან პირობებში იზრდება.[1]

უწოდებენ აგრეთვე ძახველას, სამეგრელოში ძარწუფას, თუშეთში ძეხველს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]