ცხენისწაბლა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ცხენისწაბლა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Aesculus | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
ცხენისწაბლა (Aesculus) — ხეების, იშვიათად ბუჩქების გვარი ცხენისწაბლასებრთა ოჯახისა. 15-მდე (სხვა მონაცემებით, 25-მდე) სახეობა ბუნებრივად იზრდება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. უფრო გავრცელებულია ჩვეულებრივი ცხენისწაბლა (Aesculus hippocastanum), რომელიც ხშირად გვხვდება ბაღ-პარკებში. მისი სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, ღეროს დიამეტრი 2 მეტრამდეა. ქერქის ნაყენს (ვენოსტაზინი) წვეთების სახით ხმარობენ ვენების გაგანიერების (ვარიკოზის), თრომბოფლებიტის, ათეროსკლეროზისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. დეკორატიული თვალსაზრისით საინტერესოა ჰიბრიდული წითელყვავილა ცხენისწაბლა (Aesculus pavia X A.hippocastanum), რომლის თითო-ოროლა ეგზემპლარი გვხვდება ბათუმში, ქუთაისში, ლიკანში, წინანდალში, თბილისში (ყოფილი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ბაღი).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ბაშინჯაყელი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 251, თბ., 1987 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: