ცხენბურთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხენბურთის ილუსტრაცია სპარსულ მინიატურაზე.

ცხენბურთი, ქართული ეროვნული საცხენოსნო თამაში. ფეოდალურ ეპოქაში იყენებდნენ როგორც სამხედრო-ფიზიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას. შემდგომში შემუშავდა და დაიხვეწა თამაშის წესები, დადგინდა შეჯიბრების პირობები. განსაკუთრებით პოპულარულია დასავლეთ საქართველოში.

ცხენბურთს თამაშობს ორი გუნდი 6-6 მხედრის შემადგენლობით (ერთი მეკარეა). საასპარეზო სწორი მინდვრის სიგრძეა 150—300 მ, სიგანე — 75—120 მ; მინდვრის კუთხეებში დამაგრებულია დროშები. კარის სიგრძეა 6 მ, სიმაღლე — 3,5 მ, მის წინ შემოხაზულია 10—20 მ საჯარიმო მოედანი. შუა მინდორში სიგანეზე გავლებულია ხაზი 5 მ-იანი დიამეტრის მქონე ცენტრალური წრით. თამაშის ძირითადი ინვენტარია მკვრივი ბურთი და ხის ჩოგნები, რომლებსაც ბოლოში დამაგრებული აქვს ბადიანი რკალი. თამაშის მიზანია ბურთის გატანა მეტოქის კარში ისე, რომ მხედარი ბურთს ეხებოდეს მხოლოდ ჩოგნით. თამაში გრძელდება 20 წუთი (სუფთა დრო; არ ჩაითვლება გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანის, საჯარიმო და სადავო გათამაშების დრო). პირველი 10 წუთის შემდეგ ეწყობა 15 წუთიანი შესვენება.

ლიტერატურა[რედაქტირება]