ცულნისკარტა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ცულნისკარტა | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Lunda cirrhata | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
ცულნისკარტა (Lunda cirrhata) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 600-800 გ აღწევს. აქვს გვერდებიდან შებრტყელებული ძლიერი ნისკარტი, თვალებს უკან გრძელი ყვითელი ბუმბულების კონები. შეფერილია მოშავო-მურად, ლოყები თეთრია, ფეხები — წითელი. გავრცელებულია ალეუტის კუნძულებზე, ბერინგის ზღვის კუნძულებზე, ალასკაზე, აშშ-ში წყნარი ოკეანის სანაპიროზე, იაპონიაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბუდობს კოლონიებად, კლდეზე, ნაპრალში დებს 1 კვერცხს. იკვებება წვრილი თევზით, ზღვის უხერხემლოებით. ცულნისკარტა კარგად ფრენს, ცურავს და ყვინთავს. ზოგან რეწვის ობიექტია (იყენებენ მის კვერცხებს, ხორცს, ნაწილობრივ ბუმბულს).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 244, თბ., 1987 წელი.