ცუგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცუგა
Tsuga heterophylla1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: წიწვოვანნი
რიგი: ფიჭვისნაირნი
ოჯახი: ფიჭვისებრნი
სახეობა: ცუგა
ლათინური სახელი
Tsuga

ცუგა (ლათ. Tsuga, იაპონ. – ცუგა) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. მაღალი მარადმწვანე დეკორატიული ხეებია. ტენის მოყვარული და ჩრდილის ამტანია. აქვს მსუბუქი მერქანი, რომელსაც ძირითადად ქაღალდის დასამზადებლად იყენებენ. ხეების სიმაღლე 20-65 მ აღწევს. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. გვხვდება 8, 9 ან 10 სახეობა, რომელთაგან ოთხი სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაშია, ხოლო ექვსი — აღმოსავლეთ აზიაში.[1][2][3][4][5]

ბუნებრივად იზრდება ჰიმალაიში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ცუგას სამშობლოდ იაპონია მიიჩნევა. ცნობილია ცუგას სახეობები: კანადური ცუგა (Tsuga canadensis) და ნაირფოთოლა ცუგა (Tsuga diversifolia).

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Farjon, A. (1990). Pinaceae. Drawings and Descriptions of the Genera. Koeltz Scientific Books ISBN 3-87429-298-3.
  2. Rushforth, K. (1987). Conifers. Helm ISBN 0-7470-2801-X.
  3. Earle, C. J.. (2006)Tsuga. Gymnosperm Database. წაკითხვის თარიღი: 2007-05-16.
  4. Wu, Z.-Y., & Raven, P. H.. (1999)Tsuga. Flora of China. Science Press. წაკითხვის თარიღი: 2007-05-16.
  5. Taylor, R. J.. (1993)Tsuga. Flora of North America North of Mexico, Vol. 2.. Oxford University Press. წაკითხვის თარიღი: 2007-05-16.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცუგა&oldid=2400318“-დან