ცრუდინგნიჩაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცრუდინგნიჩაბა

სირდარიის ცრუდინგნიჩაბა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pseudoscaphirhynchus (Nikolskii, 1900)

ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus) — თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. აქვთ დიდი პირი,[1] ბრტყელი და ფართო დინგი,[2] რომელიც ნიჩაბს წააგავს. კუდის ღერო მოკლეა, ანალური ფარფლის წვერი გადადის ან თითქმის გადადის კუდის ფარფლის დასაწყისამდე. ზურგის ფარეკლები ტანის ბოლომდე გრძელდება, ბოლოსკენ მათი სიგანე სიმაღლეს აღემატება, ერთმანეთში არ ირწყმევა და ჯავშანსაც არ წარმოქმნის. სხეული ფარეკლების რიგებს შორის დაფარულია მარცვლებით. აქვთ ულვაშები. თვალები ძალიან მცირე ზომისაა.[3] გვარში გაერთიანებულია 3 სახეობა: ამუდარიის დიდი ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus kaufmanni), ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus hermanni) და სირდარიის ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi). გავრცელებული არიან არალის ზღვის აუზში (სირდარია და ამუდარია). აქვთ მცირეოდენი სარეწაო მნიშვნელობა.[2] ახლოს მდგომი გვარია დინგნიჩაბა,[3] მისი წარმომადგენლებისგან განსხვავდებიან ბევრად მოკლე კუდის ღეროთი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ложнолопатоносы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 14 — М., 1973.
  2. 2.0 2.1 დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 243.
  3. 3.0 3.1 Берг Л. С. Рыбы пресных вод СССР и сопредельных стран. — 4-е издание, часть 1 — М.-Л.: Издательство Академии наук СССР, 1948. — стр. 104, 467 c., 3000 экз.