ცოცხალი სამყაროს კატალოგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორგანიზაციებმა Species 2000 და Integrated Taxonimic Information System (ITIS) 2001 წლის ივნისში დაიწყეს ცოცხალი სამყაროს კატალოგის შექმნა. მათი გეგმით ეს მონაცემთა ბაზა გახდება დედამიწაზე არსებული ცოცხალ ორგანიზმთა სახეობების ყოვლისმომცველი კატალოგი.

ეს პროექტის სწრაფი ტემპებით ვითარდება და 2010 წელს უკვე მოიცავს 1 257 735 სახეობას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მსოფლიოში არსებულ სახეობათა მხოლოდ 2/3. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრისთვის ის კვლავ რჩება არასრულ ჩამონათვალად და მომხმარებლები შეამჩნევენ, რომ ბევრი სახეობა არ არის შესული კატალოგში. ეს კატალოგი მოიცავს ინფორმაციას მთელი მსოფლიოდან მოწოდებული 77 ტაქსონომიურ მონაცემთა ბაზიდან (შესაბამის სექტორებში), რომელთაგან ბევრი შეიცავს ტაქსონომიურ მონაცემებს და სპეციალისტთა ვრცელ ქსელებს, ასე რომ, Species 2000 -სა და Integrated Taxonimic Information System (ITIS) -მა გააერთიანა მრავალი სექტორის ნაშრომი ერთიან კატალოგში. ამ უნიკალური კატალოგის დღევანდელ ვერსიაში შესულია ტაქსონომიური პროფესიის 3000-ზე მეტი სპეციალისტის ნაშრომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]