ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციხისძირი.
სოფელი
ციხისძირი

პეტრას ციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ციხისძირი
კოორდინატები 41°45′43″ ჩ. გ. 41°45′14″ ა. გ. / 41.76194° ჩ. გ. 41.75389° ა. გ. / 41.76194; 41.75389
დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 75
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2472[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,0 %
რუსები 2,3 %
სომხები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ციხისძირი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

ციხისძირისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ციხისძირი, სტალინისუბანი, შუაღელე). მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 75 მეტრზე, ქობულეთიდან 9 კმ-ზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2472 კაცი.[1] ციხისძირი არის ზღვისპირა კლიმატური კურორტი. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2253[2][3]
2014 2472[1]

პეტრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიქრობენ, რომ ძვ. წ. II ს-ში ციხისძირის მიდამოებში ლაზეთის სახელმწიფოს პატარა ქალაქი იყო. 535 წელს ციხისძირში იუსტინიანეს ბრძანებით იოანე სტრატეგოსმა ააშენა ციხე პეტრა. სოფლის სახელწოდებაც ამ ციხიდან მოდის. 1989 წლიდან მოქმედებს პეტრა-ციხისძირის მუზეუმ-ნაკრძალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
  3. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.