ციფრული სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Relogio binario.JPG

ციფრული სისტემა მართვისა — მართვის ავტომატური სისტემა, რომელშიც ხდება სიგნალების დაკვანტვა დონისა და დროის მიხედვით. ზემოქმედების უწყვეტი სიგნალები წარმოიქმნება სისტემის ანალოგურ ნაწილში (რომელიც შედგება მართვის ობიექტისგან, შემსრულებელი მექანიზმისა და საზომი გარდამქმნელისაგან) და გარდაიქმნება ანალოგურ-ციფრულ გარდამქმნელში, აქედან კი ციფრების სახით მოხვდება ციფრულ გამომთვლელ მანქანაში. აქ დამუშავებული მონაცემები კვლავ გარდაიქმნება ზემოქმედების უწყვეტ სიგნალებად და გადაეცემა სამართი ობიექტის შემსრულებელ მექანიზმს. ციფრული სისტემის მაგალითია ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული სისტემა.

ლიტერატურა[რედაქტირება]