ცისარტყელა სხეული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასო «ა», გასხივოსნებული სხეულის სიმბოლო

ტიბეტურ ბუდიზმში ან ბონში ცისარტყელა სხეული (ტიბ: འཇའ་ལུས་ ჯა ლუ, ვაილი 'ჯა' ლუს; ჩინ:虹光身 / 光蘊身) — სხეული, რომელიც შექმნილია სინათლისგან და არა ხორცისგან. ეს ტერმინი, ძირითადად, ძოგჩენში გამოიყენება.

ძოგჩენის მიხედვით, ცისარტყელა სხეული ძოგჩენის სწავლების ან ხედვის სრული დახელოვნების ნიშანია. ტენზინ ვანგჲალ რინპოჩეს თქმით: „ძოგჩენის განხორციელებული პრაქტიკოსი აღარ ტყუვდება მოჩვენებითი რეალობით ან დუალიზმით, როგორიცაა გონება და მატერია და ათავისუფლებს ელემენტთა ენერგიას, რომლებიც სიკვდილისას ფიზიკურ სხეულს შეადგენენ“.[1]

ტიბეტში ბუდიზმის გამავრცელებელი პადმასამბჰავა თანგკებზე ხშირადაა გამოსახული ცისარტყელა სხეულით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tenzin Wangyal Rinpoche (2002), p. 141