ცირკუმფიქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცირკუმფიქსი (ლათ. circumfixus „ირგვლივ მიმაგრებული“ < circum გარშემო, ირგვლივ და fixus მიმაგრებული) — აფიქსის სახე, რომელიც პრეფიქსისა და სუფიქსის კომბინაციაა. ისინი ერთდროულად დაერთვიან ფუძეს და ერთ ფუნქციას გამოხატავენ.

ცირკუმფიქსი ქართულში[რედაქტირება]

ქართულ ენაში ცირკუმფიქსი მეტად პროდუქტიულია სიტყვაწარმოებაში.

მაგ:

  • მე-ქუდ-ე,
  • სა-ქუდ-ე,
  • უ-ქუდ-ო და ა.შ.

ვარაუდობენ, რომ პრეფიქსსა და სუფიქსს ამ ფორმებში დამოუკიდებელი ფუნქცია უნდა ჰქონოდათ და მხოლოდ მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ ცირკუმფიქსებად.

ლიტერატურა[რედაქტირება]