ციპი ხოტოველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციპი ხოტოველი

ციპი ხოტოველი (ებრ. ציפי חוטובלי‎; დ. 2 დეკემბერი, 1978, რეხოვოთი) — ორთოდოქსულ-ეროვნულ-რელიგიური მიმდინარეობის ისრაელის პოლიტიკოსი (ლიკუდი), ჟურნალისტი და ებრაელი აქტივისტი ქართული წარმომავლობით. მისი მშობლები რეპატრიანტი ქართველი ებრაელები იყვნენ.

2009 წლის 24 თებერვლიდან ციპი მე-18 მოწვევის ქნესეთის წევრია და ყველაზე ახალგაზრდა პიროვნებაა მათ შორის, ვინც კი ოდესმე ქნესეთის წევრად აურჩევიათ. 2006 წლიდან იგი გაზეთ მაარივში აქვეყნებს სტატიებს და მოღვაწეობს მედიის სფეროშიც.

ციპი ხოტოველმა იურისპრუდენცია ბარ-ილანის უნივერსიტეტსა და თელ-ავივის უნივერსიტეტში შეისწავლა. იგი არ არის დაქორწინებული. ციპი ხოტოველი მარჯვენა ფრთის წარმომადგენელია, ძირითადად მონაწილეობს თავისი პარტიის პოლიტიკის იდეოლოგიურ ფორმირებაში და რეგულარულად უწევს წინააღმდეგობას პალესტინური სახელმწიფოს მშენებლობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]