ცინდაოს უბის ხიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცინდაოს უბის ხიდი

ცინდაოს უბის ხიდი (ჩინ. 膠州灣大橋) — მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი, რომელიც ააგეს ჩინეთში. ეს ხიდი აკავშირებს ქალაქ ცინდაოს კუნძულ ხუანდაოსთან. მისი სიგრძე 41,58 კილომეტრია, ხოლო სიგანე 34 მეტრი. ხიდზე არის რვა სამოძრაო ზოლი და ასევე პარკირების ადგილები. მისი მშენებლობა ოთხი წელი მიმდინარეობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]