ცეცე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცეცე
Tsetsemeyers1880.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
ლათინური სახელი
Glossina

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ცეცე (ლათ. Glossina) — მწერების გვარი ნამდვილი ბუზების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 6-16 მმ აღწევს. აქვთ გრძელი და ფართო ყბის საცეცები და გრძელი, მჩხვლეტავი ხორთუმი. ოჯახში 20-მდე სახეობაა. გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ აფრიკაში. ცეცეს ყველა სახეობა ცოცხლადმშობია, ამასთანავე ერთიმეორეს ჰქვანან. ბინადრობენ ტენიან ადგილებში, უმთავრესად ნესტიან ტყეებში, თუმცა ზოგჯერ ღია ადგილებშიც გვხვდება. გადააქვთ ძილის დაავადების, აგრეთვე შინაური ცხოველების დაავადების „ნაგანას“ გამომწვევი. ძირითადად იკვებება ძუძუმწოვრების სისხლით. ცეცე თავის სიცოცხლის მანძილზე სულ 8-10-ჯერ დებს ლარვას. მკერდი ფერად მონაცრისფრო-მოყვითალოა და ოთხი მოგრძო ყავისფერი ზოლი დაჰკრავს, მუცელი კი მოყვითალო-მონაცისფრო აქვს. ცეცეს მიერ გადამტანი დაავადება წელიწადში კლავს დაახლოებით 250,000-300,000 ადამიანს. საშიშროების გამო საგანგებოდ იყვნენ შესწავლილები. სამედიცინო თვალსაზრისით, ცეცეს სახეობებიდან აღსანიშნავია Glossina palpalis და Glossina morsitans. პირველი უპირატესობას ანიჭებს ხშირ მცენარეულობას, ხოლო მეორე გაშლილ, ტყიან ადგილებს. ორივე სქესის წარმომადგენელი სისხლით თითქმის ყოველდღიურად იკვებება, განსაკუთრებით დღის ცხელ პერიოდში. მზის ჩასვლასთან ერთად, ცეცე როგორც წესი, კარგავს აქტიურობას, აგრეთვე პასიური ხდება 15.5 °C ნაკლებ ტემპერატურაზე. ადამიანებს კბენს უმეტესწილად მამალი, ხოლო დედალი ბუზი ცხოველებს ეტანება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცეცე&oldid=2648157“-დან