ცენტრალური რეგიონი (პორტუგალია)
|
რეგიონი
ცენტრი
Centro
|
ცენტრის რეგიონი (პორტ. Região Centro, [ʁɨʒiˈɐ̃w̃ ˈsẽtɾu]) რეგიონი ცენტრალურ პორტუგალიაში. დედაქალაქით კოიმბრა. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქება: ავეირო, ვისეუ, ლეირია, კოვილა, კასტელუ-ბრანკუ, ფიგუეირა-და-ფუზი, გუარდა, პინელი, მეალჰადა, პომბალი, ტომარი, აბრანტესი, ტორეს-ვერდასი, ტორეს-ნოვასი, პენიჩი, აგუედა და კალდას-და-რაინა. ეს ასევე არის ევროპის ერთრთი რეგიონი, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის სტატიკისთვის. 2005 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 2,376,609 მაცხოვრებელს, ხოლო ფართობი 28,462 კვ.კმ-ს. შესაბამისად სიმჭიდროვე არის 83 ადამიანი/კვ.კმ-ზე.
სექციების სია |
ისტორია[რედაქტირება]
ლუზიტანიის მაცხოვრებლები და ინდოევროპული რასის ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ იბერიის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში დაიპყრეს რომაელებმა და დაარსეს კოლონია რომელსაც უწოდეს ლუზიტანია. რომაული დასახლება კონიმბრიგა, კოიმბრას მახლობლად, არის იმ პერიოდიდან ყველაზე კარგად შემონახული და ცნობილი ქალაქი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ვესტგუთებმა დაიპყრეს ეს ტერიტორია და მართავდნენ V საუკუნიდან VIII საუკუნებდე. VIII საუკუნეში მთლი იბერიის ნახევარკუნძული დაიპყრეს მუსლიმებმა. რეკონკისტას დასაწყისიდანვე ტერიტორია ქრისტიან ჯვაროსნებსა და მუსლიმებს შორის ბრძოლის ველად იქცა. მუსლიმების დამარცხების შემდეგ ქრისტიანმა მეფეებმა შექმნეს ქვეყანა, კოიმბრის ქვეყანა. რაც დღვანდელი პორტუგალიური ნაციის წარმოშობის დასაწყისი გახდა.
გეოგრაფია[რედაქტირება]
ეკონომიკა[რედაქტირება]
მტკნარი წყლის მარაგით პორტუგაიის უმდიდრესი რეგიონი, ასევე ტყეებით, სახნავი მიწებითა და დიდი სანაპირო ზოლით. ცენტრალურ რეგიონს პორტუგალიის მასშტაბით აქვს ყველაზე დინამიური ეკონომიკა და მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტები. კარგი საკომუნიკაციო საშუალებები ლისაბონთან და პორტოსთან, ხოლო ჩრდილოეთით ოკეანესთან. რაც აძლევს საშუალებას მნიშვნელოვან ინდუსტრიულ განვითარებას. მნიშვნელოვან ინდუსტრიებს წარმოადგენს: მანქანათმშენებლობა, კვების მრეწველობა, ელექტრო ხელსაწყოები, ქიმიური მრეწველობა და ქაღალდის წარმოება. ამ რეგიონის ღვინოები საუკეთსო რეპუტაციით სარგებლობენ პორტუგალიაში.
განათლება[რედაქტირება]
ქვერეგიონები[რედაქტირება]
რეგიონი დაყოფიია 12 ქვერეგიონად:
- ბაიშუ-მონდეგო
- ბაიშუ-ვოუგა
- ბაირა-ინტერიორ-ნორტე
- ბეირა-ინტერიორ-სულა
- კოვა-და-ბეირა
- დაუ-ლაფონში
- მედიუ-ტეჟუ
- ოეშტე
- პინიალ-ინტერიორ-ნორტე
- პინიალ-ინტერიორ-სულა
- პინიალ-ლიტორალ
- სერა-და-ეშტრელა
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებგვერდი
- Centro de Portugal (ოფიციალური ტურისტული საიტი)
- Região Centro (ცენტრალური რეგიონის შესახებ)
|
||||||||||||||||||||||||||||
სტატიის