ცენტრალური ინდოეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცენტრალური ინდოეთის ქედი — შუაოკეანური ქედი ინდოეთის ოკეანეში, სამხრეთ ტროპიკსა და ამსტერდამის კუნძულებს შორის. სიგრძე დაახლოებით 2000 კმ, სიგანე 600-900 კმ. ოკეანის ფსკერიდან აღმართულია 1000-1500 მეტრზე, სიღრმე ქედის თავამდე 3000 მეტრზე ნაკლებია. ქედის ღერძულ ნაწილში მდებარე რიფტული ხეობის მაქსიმალური სიღრმეა 4245 მ. ამსტერდამისა და სენ-პოლის კუნძულები ამსტერდამის პლატოზე აღმართული წყალქვეშა მთების მწვერვალებია. ფსკერი აგებულია ფორამინიფერებიანი ლამით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]