ჩხიკვთა ქორწილი (ანიმაციური ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩხიკვთა ქორწილი“
ჟანრი მუსიკალური ფილმი
ფილმის ტიპი ნახატი ფილმი
რეჟისორი არკადი ხინთიბიძე
ნაწარმოები ჩხიკვთა ქორწილი, ვაჟა-ფშაველა
კომპოზიტორი მერი დავითაშვილი
ანიმატორი(ები) ავენირ ხუსკივაძე
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1957
ხანგრძლივობა 20 წთ.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

ჩხიკვთა ქორწილი1957 წლის ქართული ანიმაციური ფილმი. გადაღებულია ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, სტუდიაში ქართული ფილმი. როლებს ახმოვანებენ სესილია თაყაიშვილი და აკაკი ხორავა.

ფილმში ჟღერს სიმღერები, დაწერილი კომპოზიტორ მერი დავითაშვილის მიერ.

2010 წელს ცნობილი გახდა, რომ ამ და სხვა ქართულ ანიმაციური ფილმების ორიგინალურ ესკიზებს ჩაუტარდა რესტავრაცია.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მას შემდეგ, რაც ზაქარას შეუყვარდება ქეთევანი და მისგან ცოლობაზე უარს მიიღებს, ის დასახმარებლად არწივს ეწვევა. არწივის რჩევით ზაქარა და მისი მეგობრები მიდიან ქეთევანის ბუდესთან და უმღერიან მას. ყოყმანის შემდეგ ქეთევანი თანხმდება ქორწინებაზე.

საქორწინო სამზადისის შემდეგ ჩნდებიან მეფე-დედოფალი. ტყეში გაშლილ სუფრაზე უამრავი სტუმარია თავმოყრილი.

ქორწილში ასევე ჩნდება დაუპატიჟებელი სტუმარიც - ყვავი. იგი გამოიცეკვებს პატარძალს, შემდეგ კი მას მელას გადაუგდებს. ყველა დაედევნება მათ. არწივი თავად იჭერს მელას და მდინარეში აგდებს მას. ზაქარა იბრუნებს ქეთევანს. ღამის დადგომას ისინი ერთად, წიფლის ტოტზე შემომსხდარები ხვდებიან.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს, მოსკოვში, საკავშირო ფესტივალზე, ფილმს მიღებული აქვს სპეციალური პრიზი და მესამე პრემია ანიმაციური ფილმების კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]