გაბრიელ ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩხეიძე, გაბრიელ)

გაბრიელ ეგორის ძე ჩხეიძე, XVII-XVIII საუკუნეების ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. მოღვწეობდა მოსკოვში. თავის თავს "იმერეთის, არჩილის, ვახტანგის შვილის, სახლში გაზრდილსა და დაბერებულს" უწოდებდა. არჩილ II-ის, ვახტანგ VI-ისა და არჩილის ასულის, დარეჯანის დავალებით ჩხეიძე რუსულიდან უთარგმნია "დაუჯდომელი", დიმიტრი როსტოველის "წვერთა პარსვათათვის", ესაია კოპინსკის "კიბე სულიერი", კვინტუს რუფუს კურციუსის "საქმენი ალექსანდრე მაკედონელისა", თეოფანე პროკოპოვიჩის "პირველი სასწავლო ყრმათა" და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუხაძე ტ., ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XV-XVII)I სს.), თბ., 1960;
  • კეკელიძე ლ., ქსე, ტ. 11, გვ. 174, თბ., 1987