ჩრდილოეთ ყირიმის არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთ ყირიმის არხი

ჩრდილოეთ ყირიმის არხი
46°45′55″ ჩ. გ. 33°23′40″ ა. გ. / 46.76528° ჩ. გ. 33.39444° ა. გ. / 46.76528; 33.39444
საწყისი წერტილი კახოვკის წყალსაცავი
სიგრძე 402,6
სტატუსი საირიგაციო
Map

ჩრდილოეთ ყირიმის არხი (უკრ. Північно-Кримський канал) — სარწყავი არხი უკრაინაში. იწყება კახოვკის წყალსაცავიდან და პერეკოპის ყელის გავლით ქერჩამდე აღწევს. მშენებლობა დაიწყო 1961 წელს. 1963 წელს წყალი ტრანსპორტირდებოდა კრასნოპერეკოპსკამდე, 1965 წელს — ჯანკოიმდე, 1971 წელს — ქერჩამდე. სიგრძე 402,6 კმ. წყლის ხარჯი 380 მ³/წმ.

რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლებამ არხი პირველად 2014 წელს გადაკეტა. 2017 წელს ახალი დამბა ამოქმედდა, რომელმაც ყირიმისთვის მდინარე დნეპრის წყლის გადაკეტვა შეძლო, მაგრამ ამავე დროს, ხერსონის ოლქს სრულფასოვანი წყალმომარაგება შეუნარჩუნა.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „უკრაინამ ყირიმს წყლის მიწოდება შეუწყვიტა“. Commersant.ge. 2017-05-01. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)