ჩრდილოეთ ბაიკალის მთიანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩრდილოეთ ბაიკალის მთიანეთი — მთიანეთი რუსეთის ფედერაციაში, ბაიკალის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით ირკუტსკის ოლქსა და ბურიატეთში, სამხრეთიდან ესაზღვრება ზემო ანგარის ქედი, ჩრდილო-დასავლეთით საფეხურისებრ ეშვება შუა ციმბირის ზეგნისკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ვიტიმის ხეობით გამოყოფილია პატომის მთიანეთისაგან. შედგება ბრტყელმწვერვალებიანი ქედებისაგან (სიმაღლე 1100-1600 მეტრი, მაქსიმალური სიმაღლე 2578 მეტრი მთა ინიაპტუკი) და ტექტონიკურ რღვევებში განვითარებულ ვიწრო ხეობებისაგან. აგებულია გრანიტებით. არის გამყინვარების კვალი. ხეობების ძირი და კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია წიწვოვანი ტყით. ზევით მთის ტუნდრაა. არის ქარსის საბადო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]