ჩრდილოეთის ორაგული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთის ორაგული

ჩრდილოეთის ორაგული
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  ორაგული
სახეობა:  ჩრდილოეთის ორაგული
ლათინური სახელი
Salmo salar (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 19855
გავრცელება

ჩრდილოეთის ორაგული,[1] საკუთრივ ორაგული (ლათ. Salmo salar) — გამსვლელი თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1,5 მ, ხოლო მასა 38 კგ აღწევს. წვრილი ქერცლი აქვს, მოვერცხლისფრო. ლაქები X-მაგვარი ფორმისაა; გვერდითი ხაზის ქვემოთ ლაქები არ აქვს. ბინადრობს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ჩვეულებრივ გამოიყოფა ჩრდილოეთის ორაგულის გამსვლელი და მტკნარწყლიანი (ტბის) ფორმა. ტბის ორაგული ადრე განიხილებოდა როგორც დამოუკიდებელი სახეობა, ამჟამად მოიხსენიება როგორც განსაკუთრებული მორფა (ლათ. Salmo salar morpha sebago).[2] ცოცხლობს ჩვეულებრივ 5–6 (იშვიათად 10–13) წელი. ძლიერ არის განვითარებული ჰომინგი. მამალ თევზს უვითარდება საქორწინო მორთულობა. ტოფობს მდინარეებში ოქტომბერ-დეკემბერში. ნაყოფიერება 22 ათ.-მდე ქვირითი; ქვირითი დიდია, ნარინჯისფერი. სქესობრივ სიმწიფეს ჩვეულებრივ, აღწევს 5 წლისა. ტოფობის შემდეგ თევზების დიდი ნაწილი იღუპება, დანარჩენები ზღვაში გადიან. ახალგაზრდა თევზი მდინარეში ცხოვრობს 1–5 წელი, იკვებება უხერხემლოებითა და წვრილი თევზით. ზღვაში იკვებება თევზითა და კიბოსნაირებით. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. მისი რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული და მოშენებას ექვემდებარება.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]