ჩონოსის არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩონოსის არქიპელაგის მდებარეობა

ჩონოსის არქიპელაგი (ესპ. Archipiélago de los Chonos) — დაბალმთიანი კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, რომელიც ჩამწკრივებულია ჩილეს სანაპიროსთან. კუნძულთა უმრავლესობა ტყითაა დაფარული, მათი მოსახლეობა ან ძალიან ცოტაა, ან მთლად დაუსახლებელია. კუნძულებს კონტინენტური ჩილესგან და კუნძულ მაგდალენასგან გამოყოფს მორელადის ღრმა არხი.

არქიპელაგის უდიდესი კუნძულებია: მელჩორი, ბენხამინი, ტრაიგუენი, რივერო, კუპტანა, ხამესი, ვიქტორია, სიმფსონი.

არქიპელაგისგან მოშორებით, წყნარ ოკეანეში, მდებარეობს კუნძული გუამბლინი, რომელზეც შექმნილია გუამბლინის ეროვნული პარკი სადაც შესაძლებელია ლურჯი ვეშაპების ნახვა.

ჩონოსის არქიპელაგში გამოიყოფა მეორე, კუნძულთა მცირე ჯგუფი - გაიტეკასის არქიპელაგი. გაიტეკასის არქიპელაგზე შექმნილია ცალკე მუნიციპალიტეტი და სწორედ აქ მდებარეობს მთლიანი არქიპელაგის ერთადერთი მნიშვნელოვანი დასახლება - მელინკა. კუნძულთა მთელი ჯგუფი შედის ჩილეს აისენის რეგიონის შემადგენლობაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]