ჩიტრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩიტრე
Chitré
დროშა გერბი

ქვეყანა პანამის დროშა პანამა
პროვინცია ერერა
კოორდინატები 7°58′00″ ჩ. გ. 80°26′00″ დ. გ. / 7.96667° ჩ. გ. 80.43333° დ. გ. / 7.96667; -80.43333
დაარსდა 19 ოქტომბერი, 1848
ფართობი 91 კმ²
ცენტრის სიმაღლე 24±1 მეტრი
მოსახლეობა 50 684[1] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 556,97 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი http://chitre.municipios.gob.pa/
ჩიტრე — პანამა
ჩიტრე

ჩიტრე (ესპ. Chitré) — ქალაქი პანამაში, ერერას პროვინციაში. მდებარეობს პანამის ყურიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ასუეროს ნახევარკუნძულზე. სახელი „ჩიტრე“ მომდინარეობს ადგილობრივი ტომი ჩიტრასგან. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 50 684 ადამიანს შეადგენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიტრე დაარსდა 1848 წლის 19 ოქტომბერს. როდესაც 1915 წელს ერერას პროვინცია შეიქმნა, ჩიტრე მისი დედაქალაქი გახდა. 1941 წელს, არნულფო არიასის პრეზიდენტობის დროს ერერას პროვინცია ლოს-სანტოსის პროვინციას შეუერთდა და ჩიტრე მათი საერთო დედაქალაქი გახდა. რიკარდო ადოლფო დე ლა გუარდიას პრეზიდენტობის დროს პროვინციები კვლავ გაიყო და ჩიტრე ისევ ერერას პროვინციის დედაქალაქად დარჩა.

1948 წლის 19 ოქტომბერს ჩიტრეში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს დაარსების ასი წლისთავი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]