ჩიტბატონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიტბატონა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მთიულასებრნი
გვარი:  Serinus
სახეობა:  ჩიტბატონა
ლათინური სახელი
Serinus pusillus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720045
Serinus pusillus

ჩიტბატონა (ლათ. Serinus pusillus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ტანად პატარაა, ჭრელად შეფერილი. მამალს თავზე წითელი „გვირგვინი“ ადგას. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიონის და მცირე კავკასიონის, შუა აზიასა და სამხრეთ ყაზახეთის, თარბა ღათაის მთიანეთში. საქართველოში ბინადრობს ზღვის დონიდან 1500-3500 მ-მდე ტყის ზედა ზონასა და სუბალპურ მთიანეთში. კვერცხს დებს 2-ჯერ, თითო დადებაზე 3-5 ცალს. იკვებება სარეველების თესლით, პატარ-პატარა ჭიებით. ჩიტბატონას ზოგჯერ არასწორად Carduelis carduelis-ს ეძახიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]