ჩისკო მუნიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩისკო
ჩისკო ლევანტეში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლიომპარტი
დაბადების
თარიღი
5 სექტემბერი, 1980 (1980-09-05) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
მანაკორი, ესპანეთი
სიმაღლე 175 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
ვალენსია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2003 ვალენსია ბ 37 (14)
2000–2001   რეკრეატივო 39 (10)
2001–2002   ტენერიფე 28 (1)
2002–2003   რეკრეატივო 23 (6)
2003–2005 ვალენსია 40 (5)
2005–2009 ბეტისი 73 (8)
2009–2011 ლევანტე 54 (9)
2011–2014 დინამო თბ. 98 (62)
2014–2016 ხიმნასტიკი 25 (2)
ეროვნული ნაკრები
1998 ესპანეთი 17 წლ. 3 (1)
1998–1999 ესპანეთი 18 წლ. 6 (2)
2000–2001 ესპანეთი 21 წლ. 8 (2)
სამწვრთნელო კარიერა
2016–2017 ხიმნასტიკი ტარაგონა (ასისტ.)
2017 პობლა მაფუმეტი (მ.შ.)
2018 ხიმნასტიკი (ასისტენტი)
2019 დინამო თბილისი (ასისტენტი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლიომპარტი (ესპ. Francisco Javier Muñoz Llompart; დ. 5 სექტემბერი, 1980, მანაკორი, ესპანეთი), ცნობილი როგორც ჩისკოესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ინგლისური „უოტფროდის“ მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. 2011–2014 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას, რომლის რიგებში მოიგო უმაღლესი ლიგის ტიტული 2-ჯერ, ასევე გახდა საქართველოს თასის მფლობელი 2-ჯერ. ბოლო მატჩი დინამოში ჩაატარა 2014 წლის 11 დეკემბერს, სადაც „დინამომ“ მისი გოლის წყალობით შეძლო „ჩიხურას“ დამარცხება და საქართველოს სუპერთასის მოპოვება. 2019 წლიდან იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2020 წელს იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩისკო დაიბადა მანაკორში, ბალეარის კუნძულებზე. „ვალენსიას“ "ბ გუნდში" წარმატებით თამაშის შემდეგ ის იჯარის წესით იმყოფებოდა სეგუნდა დივიზიონის კლუბ „რეკრეატივოში“, სადაც ერთი სეზონი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. 2001-02 წლების სეზონში ვალენსიამ კიდევ ერთ ესპანურ გუნდში, „ტენერიფეში“ გაანათხოვრა, სადაც მან 28 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლის გაიტანა შეძლო, სანამ იგი კვლავ დაბრუნდებოდა თავის ყოფილ კლუბში 2002-03 წლის სეზონში, რომელიც უკვე ლა ლიგაში იმყოფებოდა.

ჩისკო „ვალენსიაში“ 2003 წლის ზაფხულში დაბრუნდა 2 სეზონით, მან 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2003–04 წლების სეზონში კი ჩისკომ „ვალენსიასთან“ ერთად პრიმერა დივიზიონის ტიტული მოიგო. მან იმავე წელს 8 თამაში ჩაატარა უეფა-ს თასზე (6 სასტარტო შემადგენლობაში, გოლი არ გაუტანია), სადაც მისმა გუნდმა საბოლოოდ ჩემპიონის ტიტულო მოიპოვა ფინალში ფრანგული მარსელის დამარცხებით.

რეალ ბეტისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ჩისკო გადავიდა „ბეტისში“ 6 წლიანი საკონტრაქტო ხელშეკრულებით,[2] ის თამაშობდა სხვადასხვა შემტევ პოზიციებზე და მრავალმხრივ გუნდურ თამაშს აჩვენებდა. 2006-07 წლის სეზონში სამი გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეებს, მათ შორის თავის ყოფილ კლუბს „ვალენსიას“, „რასინგს“[3] (რომელსაც შემდეგ სეზონშიც გაუტანა გოლი) და „გიმნასტიკს“[4], ანდალუზიელებმა ბოლო მატჩში მოახერხეს სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებისგან თავის აცილება.

2008–09 წლების არც თუ ისე კარგად ჩატარებულ სეზონში ჩისკომ მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ამ სეზონში ბეტისი 1 ბურთით ჩამორჩა ხეტაფეს და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. 2009 11 იანვარს საშინაო მატჩში მალაგას წინააღმდეგ, რომელიც მისი გუნდის მარცხით დასრულდა (1–2) იგი შეცვლაზე შევიდა 62-ე წუთზე.[5]

ლევანტე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარის საბოლო წუთებზე , ჩისკომ მოახერხა „ბეტისთან“ თავისი კონტრაქტის ანულირება და „ლევანტეს“ შეუერთდა, რომელიც ასევე სეგუნდა დივიზიონში გამოდიოდა. მან თავისი კარიერის პიკს მიაღწია და თავის კარიერაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, მან გაიტანა 7 გოლი მეორე ლიგაში ასპარეზობისას და 2 წლიანი პაუზის შემდეგ ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების კლუბი „ლევანტე“ აღზევდა პრიმერა დივიზიონში.

2010–11 წლების სეზონში ჩისკომ ერთი გოლის გატანა შეძლო 26 მატჩი (18 სასტარშო შემადგენლობაში), „სევილიას“ წინააღმდეგ, სადაც „ლევანტე“ 4–1 დამარცხდა გასვლით შეხვედრაში,[6] ამავე სეზონში ჩისკომ შეძლო გოლის გატანა ესპანეთის თასზე, 3 თამაშში ერთი გოლი, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. ლევანტემ 2010–11 წლის სეზონში მოახერხა პრიმერა დივიზიონში ადგილის დამკვიდრება და საბოლოოდ 20 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 პოზიციით დაასრულა ასპარეზობა, ჩისკომ თავისი ერთადერთი გოლი „სევილიას“ წინააღმდეგ 2011 წლის 22 იანვარს გაიტანა, იგი ამავე წლის ივნისში გუნდიდან გაუშვეს.

დინამო თბილისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

30 წლის ასაკში ჩისკო საზღვარგარეთ წავიდა, იგი შეუერთდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს თბილისის „დინამოს“ თანამემამულეებთან, კარლეს კოტოსთან და ალბერტ იაგუესთან ერთად,[7] მალე მათ კიდევ ერთი თანამემამულე მიკელ ალვარო შეუერთდა, თუმცა კლუბი სამივე მათგანმა დატოვა. პირველივე სეზონში მოახერხა ბომბარდირი ყოფილიყო დინამოს ფეხბურთელთა რიგებში, თუმცა ჯაბა დვალმა, რომელიც „ზესტაფონის“ რიგებში გამოდიოდა მასზე 2-ით მეტი გოლი გაიტანა (19) და უმაღლესი ლიგის 2011–12 წლების სეზონის ბომბარდირი გახდა. ჩისკომ მეორე სეზონში „დინამოსთან“ ერთად მოახერხა უმაღლესი ლიგისა და საქართველოს თასის მოგება. ამავე სეზონში თავისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა გოლების რაოდენობით, იგი გახდა უმაღლესი ლიგის ბომბარდირი 24 გოლით. იგი ხშირად ხვდებოდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში სხვა თანაგუნდელებთან ერთად, 2012 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჩისკო საუკეთესოდ დასახელდა თანაგუნდელებთან, გიორგი ლორიასა და ჯაბა დვალთან ერთად.[8] ჩისკომ დინამოს მაისურით თავისი პირველი გოლი 2011 წლის 21 ივლისს, უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, უელსური „ლანელის“ კარში გაიტანა, ხოლო საიუბილეო 50-ე 2013 წლის 11 აგვისტოს საშინაო მატჩში „ზესტაფონის“ წინააღმდეგ, სადაც საფინალო ანგარიში დააფიქსირა (2–1).[9] 2013-14 წლების სეზონში ჩისკომ დინამოსთან ერთად შეძლო დუბლის შესრულება, გახდა უმაღლესი ლიგის ჩემპიონი[10] და საქართველოს თასის მფლობელი, რომლის ფინალშიც საჩხერის „ჩიხურას“ შეძლო გოლის და საგოლე პასის მითვლა.[11] ამავე სეზონში, 19 გოლით მეორედ გახდა უმაღლესი ლიგის და მესამედ „დინამოს“ ბომბარდირი.[12] ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელოს“ ვერსიით ჩისკო უმაღლესი ლიგის 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ლეგიონერად დასახელდა,[13] ასევე სეზონის საუკეთესო იყო მისი გოლი ზესტაფონის „კარში“ (03.05.2014)[14][15] 5 დინამოელთან ერთად ასევე მოხვდა სეზონის საუკეთესო გუნდში.[16] 2014-15 წლების სეზონიდან ჩისკო გუნდის კაპიტანი გახდა. ამავე სეზონში ჩაატარა ლიგის 12 (გაიტანა 4 გოლი) და თასის 1 თამაში. 2014 წლის 11 დეკემბერს საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართულ სუპერთასის მატჩში „დინამომ“ ჩისკოს მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა,[17] ჯამში „დინამოს“ მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და შეძლო 77 გოლის გატანა.

ხიმნასტიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის დეკემბერში ჩისკო სამშობლოში დაბრუნდა და მესამე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ „ხიმნასტიკთან“ 18-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა.[18][19]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 15 იანვარი 2014[20]
კლუბი სეზონი შიდა
ლიგა
შიდა
თასი
ევროპული
კონკურსები1
სხვა
ტურნირები2
ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
ვალენსია B 1998–99 2 0 2 0
1999–00 37 15 37 15
ჯამში 39 15 - - 39 15
რეკრეატივო 2000–01 39 10 1 0 40 10
ჯამში 39 10 1 0 - - 40 10
ტენერიფე 2001–02 28 1 1 0 29 1
ჯამში 28 1 1 0 - - 29 1
რეკრეატივო 2002–03 23 6 8 1 31 7
ჯამში 23 6 8 1 - - 31 7
ვალენსია 2003–04 22 1 3 2 8 0 33 3
2004–05 22 3 1 0 3 0 1 0 27 3
ჯამში 44 4 4 2 11 0 1 0 60 6
ბეტისი 2005-06 25 1 1 0 8 0 2 0 36 1
2006–07 17 3 5 0 - - 22 3
2007–08 22 3 3 1 - - 25 4
2008–09 9 1 4 0 - - - - 13 1
ჯამში 73 8 13 1 8 0 2 0 96 9
ლევანტე 2009–10 28 8 - - - - 28 8
2010–11 26 1 3 1 - - 29 2
ჯამში 54 9 3 1 - - - - 57 10
დინამო თბილისი 2011–12 30 15 2 0 5 3 37 18
2012–13 28 24 8 5 - - 36 29
2013–14 14 8 1 2 5 2 1 0 21 12
ჯამში 72 47 11 7 10 5 1 0 94 59
კარიერის ჯამში 372 100 41 12 29 5 4 0 446 117

1ევროპული კონკურსები შეიცავს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას, უეფა-ს თასს და უეფა-ს სუპერთასს
2სხვა ტურნირები შეიცავს ესპანეთის სუპერთასს და საქართველოს სუპერთასს

პირადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩისკო არის ასევე ფეხბურთელის, ტონი მუნიოსის უფროსი ძმა, რომელიც ერთხელ „მალიორკას“ მთავარი გუნდის შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ მისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა თავისი ქვეყნის დაბალ ლიგებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თბილისის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი· თბილისის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბის წევრები კლუბის ოფიციალურ საიტზე წარმოდგენილი 2019 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით. წყარო: თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  2. Xisco the kid for Betis. UEFA.com (4 ივლისი 2005). ციტირების თარიღი: 6 მარტი 2013.
  3. Real Betis 1–1 Racing Santander. ESPN Soccernet (21 იანვარი 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-26. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2013.
  4. Real Betis 1–1 Gimnastic de Tarragona. ESPN Soccernet (19 მაისი 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-26. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2013.
  5. Real Betis 1–2 Málaga. ESPN Soccernet (11 January 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 6 March 2013.
  6. Fabiano treble sinks Levante. ESPN Soccernet (22 იანვარი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-26. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2013.
  7. „დინამომ“ ესპანელი ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა ქართული. მსოფლიო სპორტი (30 ივნისი 2011). ციტირების თარიღი: 3 ივლისი 2013.
  8. ჩისკო, დვალი, ლორია – საუკეთესონი არიან ქართული. „დინამოს“ ოფიციალური საიტი (26 დეკემბერი 2012). ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი 2012.
  9. ჩისკო – 50 ქართული. „დინამოს“ ოფიციალური საიტი (11 აგვისტო 2013). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2013.
  10. „დინამომ“ ჩემპიონობა იზეიმა ,„დინამოს“ ოფიციალური საიტი, 17 მაისი, 2014.
  11. „დინამომ“ მე- 11 თასი მოიგო ,„დინამოს“ ოფიციალური საიტი, 21 მაისი, 2014.
  12. ჩისკო ისევ ეროვნულის საუკეთესო ბომბარდირია , საინფორმაციო საგენტო „მსოფლიო სპორტი“, 17 მაისი, 2014.
  13. სეზონის ნომინანტები. საუკეთესო ფეხბურთელი/საუკეთესო ლეგიონერი - ჩისკო [მკვდარი ბმული],საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 23 მაისი, 2014.
  14. სეზონის ნომინანტები. საუკეთესო გოლი - ჩისკო დაარქივებული 2014-08-22 საიტზე Wayback Machine. ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 23 მაისი, 2014.
  15. 2013-14 სეზონის სიმბოლური ნაკრები ,„დინამოს“ ოფიციალური საიტი, 23 მაისი, 2014.
  16. გამორჩეულთა აღლუმი - სეზონის სიმბოლური ნაკრები გაზეთ „ლელოს“ ვერსიით [მკვდარი ბმული],საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 23 მაისი, 2014.
  17. დინამომ სუპერთასი მოიგო, „დინამოს“ ოფიციალური საიტი, 11 დეკემბერი, 2014.
  18. Xisco Muñoz, nuevo fichaje grana es. Gimnàstic's official website (14 დეკემბერი, 2014).
  19. ჩისკომ ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაიფიქრა. sportall.ge, 6-12-2014.
  20. Xisco Muñoz. Soccerway. ციტირების თარიღი: 15 იანვარი 2014.