ჩიპი და დეილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიპი და დეილი

ჩიპი და დეილი (Chip 'n' Dale ან Chip an' Dale) — Walt Disney Productions-ის ანიმაციური ფილმების სერიით ცნობილი ციყვები. მათი სახელები, თავის მხრივ, წარმოადგენს გვარ „ჩიპენდეილის “ პაროდირებას.

დისნეის თანახმად, ჩიპი იყო ლოგიკურად მოაზროვნე, ხოლო დეილი - სულელი. წლების მანძილზე გამოვიდა მათი მონაწილეობით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების მრავალი ეპიზოდი, სადაც ისინი სხვადასხვა სასაცილო გარემოში ამოჰყოფენ თავს. ამ კურიოზულ სიტუაციებს ადგილი აქვს პლუტოს, დონალდ დაკის ან სხვა პერსონაჟთა ჩარევის შემდეგ.

პერსონაჟები ასევე გამოჩნდნენ სატელევიზიო სერიალში „მაშველები ჩიპი და დეილი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]