ჩინური სინდრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩინური სინდრომი“
ჟანრი თრილერი
დამდგმელი რეჟისორი ჯეიმზ ბრიჯესი
პროდიუსერი მაიკლ დუგლასი
სცენარის ავტორი მაიკ გრეი, ჯეიმზ ბრიჯესი
როლებში ჯეინ ფონდა
ჯეკ ლემონი
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 16 მარტი, 1979
ხანგრძლივობა 122 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $5,9 მილიონი
შემოსავალი $51 718 367

ჩინური სინდრომი (ინგლ. The China Syndrome) — 1979 წლის ამერიკული თრილერი. მთავარ როლს ასრულებს ჯეინ ფონდა, რომელმაც ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბირთვულ ელექტროსადგურზე შეფერხება ხდება. ხელისუფლება ფაქტის მიჩქმალვითაა დაინტერესებული. ტელეჟურნალისტი კიმბერლი უელსი, რომელიც ბირთვული ენერგიის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს, ოპერატორთან ერთად შემთხვევით შეესწრება მომხდარს. ოპერატორი ფარულად ჩაიწერს მასალას. ჯეკ გოდელი, სადგურის თანამშრომელი ახერხებს ავარიის თავიდან აცილებას. ტელევიზიის ხელმძღვანელობა ფარული ჩანაწერის ეთერში გაშვებაზე უარს ამბობს. კიმბერლი უელსი, რომელიც აქამდე მხოლოდ გასართობ თემებზე მუშაობდა, დამოუკიდებლად მოქმედებას იწყებს და ცდილობს, სიმართლე დაადგინოს: ხომ არ ემუქრება სადგურს ავარია? გოდელი აღმოაჩენს შეფერხების მიზეზს, შეცდომას აღჭურვილობაში, რაც შესაძლოა დიდი ავარიის მიზეზი გახდეს და ერთ-ერთ ჟურნალისტს ამის შესახებ ატყობინებს. ჟურნალისტი იღუპება. გოდელი ხვდება, რომ ხელისუფლება ჯიუტად აპირებს ფაქტის დამალვას და ამიტომ კიმბერლი უელსს უკავშირდება.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]