ჩინეჩიტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინეჩიტა (იტალ. Cinecittà - კინოს ქალაქი) — ვრცელი კინოსტუდია-კომპლექსი რომში, იტალია.

კინოსტუდია დაარსდა 1937 წელს ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინის მიერ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დასავლეთის მოკავშირეებმა დაბომბეს. 1950-იან წლებში აქ გადაიღეს რამდენიმე ფართომასშტაბიანი ამერიკული კინოპროექტი, მათ შორის ბენ-ჰური. ამავე პერიოდში სტუდია ფედერიკო ფელინისთან ასოცირდება.

1980-იან წლებში ბანკროტობის თავიდან ასაცილებლად იტალიის მთავრობამ სტუდიის პრივატიზება ჩაატარა.

1991 წელს აქ ჩატარდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (სანრემოს ნაცვლად, რომელიც უსაფრთხოების მიზეზების გამო შეიცვალა).

2007 წლის 9 აგვისტოს ხანძარმა კინოსტუდიის 32000 კვ. ფუტი მიდამო გაანადგურა. ისტორიული ნაწილი, რომელშიც კლასიკური ნამუშევრების მასალებია შენახული არ დაზიანებულა.