ჩილეური კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უასკო და სოფლელი გოგონა

ჩილეური კულტურა წარმოადგენს შედარებით ერთგვაროვან საზოგადოებას, სადაც ისტორიულად გადამწყვეტი როლი ითამაშა გეოგრაფიულმა იზოლაციამ და სიშორემ. კოლონიზაციის ეტაპიდან, ჩილეს კულტურა წარმოადგენს ესპანური კოლონიური ელემენტებისა და ადგილობრივი კულტურის (ძირითადად მაპუჩეს) ნარევს.

ტარდიციული ჩილური კულტურა ესაა სასოფლო და აგრარული წარმოშობის, რომლის მთავარი სიმბოლოცაა ცენტრალური ჩილეს მხედარი უასოები. იმის გამო, რომ ჩილე გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, შეუძლებელი იყო ცენტრალუირ ჩილეს ცხოვრების სტილი ყველგან გავრცელებულიყო, ამიტომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩილე საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან წეს-ჩვეულებებით. ჩილეს ზოგიერთ რეგიონს, მაგალითად არაუკანიას, აღდგომის კუნძულს, არიკა და პარინაკოტის რეგიონს, აქვთ აბორიგენების უმდიდრესი მემკვიდრეობა. მაშინ, როდესაც ზოგიერთ რეგიონს ძალიან მცირე რაოდენობის აბორიგენი ჰყავს, ხოლო ზოგიერთი ფლობს არა-ესპანურ ევროპულ მემკვიდრეობას.

მიუხედავად ამისა, მთელს ჩილეს კულტურაში დომინირებს ცენტრალური ჩილეს კულტურა რომელიც ხმელთაშუაზღვიური, კრეოლური და მეტისური წარმოშობისაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: