ჩიკაგოს მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიკაგოს მეტროპოლიტენი
Логотип Chicago Transit Authority.svg
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ქალაქი Flag of Chicago, Illinois.svgჩიკაგო
გახსნის თარიღი 1892 წ.
ხაზის სიგრძე 170.6 კმ.
სადგურთა რაოდენობა 144
ხაზთა რაოდენობა 8
მგზავრები დღეში 658 524.
მგზავრები წელიწადში 195,2 მლნ. [1].
ხაზების სქემა
CTA map.png
CTA red line rerouted.jpg
ჩიკაგოს მეტროსსქემა

ჩიკაგოს მეტროპოლიტენი (შემოკლებული სახელწოდებააა The "L", "El", "EL", ან "L") — ჩიკაგოში მეტროპოლიტენის სიტემა; აშშ. გადამყვანი ორგანიზაციის დასახელებაა Chicago Transit Authority (CTA). ჩიკაგოს მეტროპოლიტენი აშშ-ში მესამე მეტროა დატვირთულობის მიხედვით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენისა და ვაშინგტონის მეტროპოლიტენის შემდეგ. The "L"-ის უძველესი ნაწილი 1892 წელს ააშენეს, ამიტომ, ჩიკაგოს მიწისქვეშა ტრანსპორტი ამერიკაში მეორეა ხანდაზმულობით ნიუ-იორკის მეტროს შემდეგ, რომლის პირველი მოქმედი ნაწილი 1880-იან წლებში აშენდა.

ისტორია[რედაქტირება]

XIX საუკუნის მიწურულს ამერიკული ქალაქი ჩიკაგო მსოფლიოს უმსხვილეს სატრანსპორტო კვანძად გადაიქცა — ჩიკაგოში იყრიდა თავს 20 სარკინიგზო ხაზი, ტბა მიჩიგანზე კი შეუჩერებლივ მუშაობდა პორტი და უამრავი ნავმისადგომი.

ამდენად, სხვადასხვა პუნქტებში ტვირთების გადაზიდვა უკვე შეუძლებელი გახდა, ამიტომ, ქალაქის ახალი სატრანსპორტო სისტემით აღჭურვა გახდა საჭირო და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ინიციატივა ღვინის მარნების მეპატრონეებმა ითავეს. მათ სააქციო საზოგადოება დააარსეს, და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, არადა, იმხანად სულ რამდენიმე მეტროპოლიტენი იყო დედამიწაზე, ჩიკაგოს მიწისქვეშას შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. საზოგადოებამ ამ წამოწყების წინააღმდეგ აღმდგარ სახლების მეპატრონეებს აუხსნა, რომ ლიანდაგების გაყვანა მათივე სასარგებლოდ ხდებოდა, რადგან სატელეფონო და სატელეგრაფო ხაზებს ახალი გაყვანილობა სჭირდებოდათ. პირველი ხაზების გაყვანისას 70 კმ გაითხარა მიწისქვეშ. 8 მ სიღრმეზე გაყვანილ რკინიგზას სამ-სამი რელსი ჰქონდა, ლიანდაგების სიგანე 60 სმ იყო. გზას 75 ცხენისძალიანი ელექტრომავლები ემსახურებოდნენ, რომლებსაც combination car-ის ტიპის ვაგონები დაჰყავდათ შემადგენელი ბორტებით.

ამ მიწისქვეშა მაგისტრალიდან მიღებულმა მოგებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 1892 წელს ჩიკაგოში ღია მეთოდით ესტაკადებზე აშენებული სამგზავრო მეტროპოლიტენი აამოქმედეს. მაგრამ, რამდენადაც საავტომობილო ტრანსპორტის განვითარება უსწრაფესი გზებით მიმდინარეობდა, ხოლო სარკინიგზო ესტაკადებთან საცობები იქმნებოდა, მეტროს ხმაურის გამო კი ხაზებთან ახლომდებარე ქუჩებზე ბინების ფასმა დაიწია, 1904 წლის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში პირველი სავაჭრო მეტროპოლიტენისთვის მგზავრთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა გვირაბების გაყვანა დაიწყეს.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • ჩიკაგოს მეტროპოლიტენი 8 ხაზისგან შედგება საერთო სიგრძით 170,8 კმ, ამათგან 91,9 კმ მიწისზემოთ (ესტაკადებზე), 59,4 კმ მიწისპირზე, ხოლო 19,5 კმ მიწისქვეშ გადის.
  • "L" ჩრდილოეთ ამერიკაში რამდენიმე მეტროპოლიტენთაგან ერთ-ერთია, რომელიც ორ ყველაზე გადატვირთულ ხაზზე 24 სთ მუშაობს.
  • საშუალოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 658 524 ადამიანი სარგებლობს დღიურად, შაბათობით 419 258 ხოლო კვირაობით 315 240.
  • 2006 წელს ყოველწლიურმა მგზავრთა რაოდენობამ 195,2 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც 1993 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
  • ხმაურიანი, ხანდახან კი ნელი "L" ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო ხდება. 2005 წელს გაზეთ Chicago Tribune მიერ კონკურსი "ჩიკაგოს 7 საოცრება" ჩატარდა, სადაც მკითხველთა უმრავლესობამ მეტრო დაასახელა. ხმის მიცემისას მეტრო მხოლოდ მიჩიგანის ტბასა და ბეიზბოლის სტადიონ Wrigley Field-ს ჩამორჩა.
  • ჩიკაგოს მეტროპოლიტენის სათავო ვაგონებზე ტაბულები იმავე ფერში ყენდება, რა ფერის ხაზსაც ემსახურება მატარებელი. ამავე ტაბულებზე ბოლო გაჩერებების სახელები იწერება.

ხაზები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 2006 წლის მონაცემებით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]