ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი
ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  ანკარასებრნი
გვარი:  ხვლიკიჭამია გველი
სახეობა:  ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი
ლათინური სახელი
Malpolon monspessulanus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157262

ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი (ლათ. Malpolon monspessulanus) — დიდი ზომის გველი ანკარასებრთა ოჯახისა. აღწევს 170 სანტიმეტრს. ზურგი შეფერილია მონაცრისფრო-მოლურჯო ფერად, გასდევს განივი ზოლები, მუცელი — ყვითელია.

გავრცელებულია ამიერკავკასიაში. ბინადრობს მშრალ, ქვიან ადგილებში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, ხვლიკებით, გველებით. განსაკუთრებით ხშირად ნადირობს ველის გველგესლაზე. იგი გველს შხამით ადამბლავებს, შემდეგ კი მთლიანად ყლაპავს. ერთ ასეთ გველს საათში შეუძლია 2-3 გველგესლას გადაყლაპვა. ნადირობის დროს იყენებს შხამიან ეშვებს, რომელიც ზედა ყბის უკანა ნაწილში მდებარეობს. შხამი ხვდება ნადავლის ორგანიზმში და იწვევს მის პარალიზებას. შხამი შეიცავს — ფოსფოდუესტერაზას, მჟავე და ტუტე ფოსფატაზას, ფოსფოლიპაზა A2 და კაზეინაზას. წვრილი მღრღნელები კბენიდან რამდენიმე წუთში იღუპებიან. ხვლიკიჭამია გველი საფრთხის დროს თავს გაქცევით შველის, ზოგჯერ კი ძლიერ აგრესიულია — იკბინება და ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს მოწამლის ნიშნები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ., გვ. 125.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]