ჩვეულებრივი მეღორღია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი მეღორღია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მემატლიასებრნი
გვარი:  მეღორღია
სახეობა:  ჩვეულებრივი მეღორღია
ლათინური სახელი
Oenanthe oenanthe (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103773898
მეღორღიის გალობა

ჩვეულებრივი მეღორღია[1] (ლათ. Oenanthe oenanthe) — ფრინველი მემატლიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 14,5–15,5 სმ, წონა 22–28 გ აღწევს. ფრთების შლილი 26–32 სმ-ის ტოლია. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იკვებება მწერებით, ობობებით, ლოკოკინებითა და ჭიებით. შემოდგომაზე აგრეთვე იკვებება კენკრით. უპირატესობას ანიჭებს ღია და ქვიან ადგილებს. გამოსაზამთრებლად აფრიკის კონტინენტზე მიფრინავენ. მათი ბუდე ბრტყელია, დიამეტრით დაახლოებით 15 სმ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 636.